"განწყობა, როგორც ყოველთვის, ოპტიმისტური მაქვს. ვიცი, რომ ანალოგიური განწყობა აქვს ზოგადად ქართველ გულშემატკივარსაც. ორ ბალტიისპირულ ნაკრებს ახლა ვეთამაშებით, მესამე ჯგუფში გვყავს და ეს კარგი უნდა იყოს.
ვისთანაც უნდა თამაშობდეს საქართველოს ნაკრები და რა სტატუსიც უნდა ჰქონდეს ამ თამაშებს, ჩვენთვის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება და, გარდა ამისა, სხვადასხვა მონახაზიც დაიხვეწება", - აღნიშნა არველაძემ.
იხილეთ ინტერვიუ Lelo.ge-ზე