- შევძლებთ ერთა ლიგამდე ვისწავლოთ პირველ ნომრად თამაში? რა შედეგის მომტანია ამ მხრივ ესტონეთთან და ლიტვასთან ამხანაგური მატჩი?
- საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის ფორმატი არის შანსი, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ყველა გუნდს სურს ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა და ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ.
მთელ საქართველოს სურს, რომ მათმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
რაც შეეხებათ მეტოქეებს, ფიფას რეიტინგში ჩვენზე მაღლა არიან და თუ წარმატების
- ეროვნულ ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძე არის დებიუტანტი. მიეცემა მას მომავალ შეხვედრებში შანსი?
- სასიხარულოა, რომ გიორგი ჩვენთან არის. მე მის თამაშს ვაკვირდებოდი და მან ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. ის მხოლოდ 18 წლისაა და ქართული ფეხბურთის მომავალია.
ვფიქრობ, მისი მონაცემების და აზროვნების მქონე ფეხბურთელმა დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. გუშინ მის მშობლებს ვესაუბრე, საფეხბურთო ოჯახიდანაა და შემიძლია გითხრათ, რომ ზეგ თამაშს სასტარტოში დაიწყებს.
- რომელ პოზიციაზე აქვს საქართველოს ნაკრებს დღეს ყველაზე დიდი პრობლემა?
- პრობლემები გვქონდა შეტევებში, მაგრამ ეს კონკრეტული ფეხბურთელის ბრალი არ არის, მთლიანად გუნდს ეხება, რომელსაც მომენტის შექმნა ევალება.
- 2018 წელი ქართველი ლეგიონერებისთვის კარგად დაიწყო, რომელ მოთამაშეებს გამოარჩევდით ვარჯიშიდან?
- მიხარია, რომ ლეგიონერები ძირითად გუნდში თამაშობენ. თუნდაც გასული წლის ბოლოს, ყველა შემტევი ფეხბურთელი მაკლდა. წარუმატებლობას ამას ვერ დავაბრალებ.
- შესაძლებელია, რომ რომელიმე მატჩში ორი თავდამსხმელით ითამაშოთ?
- არ აქვს მნიშვნელობა, ცენტრში რამდენი ფეხბურთელი თამაშობს - ზოგიერთი ნაკრები უფორვარდოდ თამაშობს საერთოდ. ორი მატჩიდან ერთ-ერთში ვცდი ორი ფორვარდით თამაშს. კაჭარავა-ქვილითაიას დუეტის დაყენება ძალიან რთულია. შეიძლება არაბული მოვსინჯო მეორე ფორვარდად ან ვაკო ყაზაიშვილი.