უეფამ ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში მონაწილე 55 ნაკრებისთვის სოლიდარობისა და ბონუსურუ თანხების ოდენობა დაადგინა.
ამ დღეებში ნაკრებები ამხანაგურ მატჩებს მართავენ, მაგრამ მალე ამ შეხვდრებს ერთა ლიგის მატჩები ჩაანაცვლებს. სექტემბრში ისტორიაში ერთა ლიგის პირველი გათამაშება აიღებს სტარტს.
ახალი ტურნირი ნაკრებებს შორის სპორტული ასპარეზის ამღალებას ითვალისწინებს.
ერთა ლიგის სოლიდარობისა და ბონუსური საერთო ფონდი 55 ასოციაციისთვის 76.25 მლნ ევროს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო წარმატებული იქნება ლიგა, მით უფრო მეტი იქნება ნაკრებებისთვის გადახდილი თანხები
ლიგა A: 1.5 მლნ ევრო
ლიგა B: 1 მლნ ევრო
ლიგა C: 750 ათასი ევრო
ლიგა D: 500 ათასი ევრო
ხოლო ჯგუფის გამარჯვებულები დამატებით მიიღებენ შემდეგ თანხებს:
ლიგა A-ს გამარჯვებული: 1.5 მლნ ევრო
ლიგა B-ს გამარჯვებული: 1 მლნ ევრო
ლიგა C-ს გამარჯვებული: 750 ათასი ევრო
ლიგა D-ს გამარჯვებული: 500 ათასი ევრო
A ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებულები 2019 წლის ერთა ლიგის ჩემპიონის ტიტულს გაითამაშებენ. ფინალურ სტადიაში კი ნაკრებები შემდეგ თანხებს მიიღებენ:
გამარჯვებული: 4.5 მლნ ევრო
ფინალისტი: 3.5 მლნ ევრო
მესამე ადგილი: 2.5 მლნ ევრო
მეოთხე ადგილი: 1.5 მლნ ევრო
მაქსმილაური თანხა, რომელიც შესაძლოა გამოიმუშავონ ნაკრებებმა ლიგების მიდევით, ასე გამოიყურება:
A ლიგის გუნდი: 7.5 მლნ ევრო.
B ლიგის გუნდი: 2 მლნ ევრო
C ლიგის გუნდი: 1.5 მლნ ევრო
D ლიგის გუნდი: 1 მლნ ევრო
შესაბამისად საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგაში მონაწილეობა კიდევ დადებით ფაქტორი გამოჩნდა. გარდა იმისა, რომ "ჯვაროსნებს" ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდათ. მათ შეუძლიათ ასევე 1 მლნ ევრო გამოიმუშავონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ სტუმრად ყაზახეთთან 6 სექტემბერს გამართავს. ხოლო 9 სექტემბერს ლატვიას უმასპინძლებს.