20:47 24-03-2018
აშკარა და დაუჯერებელი - საქართველოს ნაკრებმა 4:0 გაიმარჯვა! [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები თავის ისტორიაში ახალ ეტაპს იწყებს და მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგა მხოლოდ 5 თვის შემდეგ იღებს სტარტს, ამ ტურნირისადმი ჯეროვნად მომზადების დაწყება აქედანვე აუცილებელია.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვაისმა ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც უფრო შემტევი ეთქმის, ვიდრე დაცვითი (ახალგაზრდული ნაკრებისგან განსხვავებით), რაც ნამდვილად მისასალმებელია. ვარაუდობდნენ, რომ ძირითადში კვეკვესკირი იქნებოდა, მაგრამ "ჯვაროსნების" თავკაცმა გვილია ამჯობინა, ვინაც "ლუცერნში" ჩინებული დებიუტით გამოიჩინა თავი. შესაბამისად, ტაქტიკა 4-1-4-1 გახლდათ.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს, სადაც იერიშებში აქტიურად ერთვებოდა განაპირა მცველი კაკაბაძე. მე-6 წუთზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო ანანიძემ და პაპუნაშვილმა შეცვალა, რომელსაც დრიბლინგი უფრო ეხერხება და თამაშში კარგად ჩაერთო.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მარჯვენა ფრთიდანაც დაიწყო მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა, სადაც ახალგაზრდა ჩაკვეტაძე აქტიურობდა. მე-15 წუთზე ნავალოვსკის პასით პაპუნაშვილმა ანგარიში გახსნა. მერე კაკაბაძის აწეულ ბურთზე ტანმაღალმა ქვილითაიამ მეორე სართულზე დაჯაბნა მეურვე და ულამაზესი გოლი გაიტანა. 31-ე წუთზე კი კაკაბაძის გადაცემული ბურთისთვის ბრძოლაში საჯარიმოში ქვილითაია წაიქცა, მსაჯმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი და თერთმეტმეტრიანით ყაზაიშვილმა მესამედ დაამწუხრა სეტკუსი. მე-40 წუთზე ჩაკვეტაძემ გვილიას პასი მიიღო, მცველი მოატყუა და 4:0...
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველ ტაიმში მოიპოვა რა ოთხბურთიანი უპირატესობა, თამაში დააწყნარა და მატჩი მშვიდად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.
რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას? დაძაბული თამაში არ გამოვიდა. კარგად წარმოაჩინეს თავი კაკაბაძემ, ჩაკვეტაძემ, ქვილითაიამ, პაპუნაშვილმა და საერთოდ, მთელმა გუნდი ქების ღირსია. ეს მოგება პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელი გახლდათ. ერთია მხოლოდ სათქმელი: ალბათ, სჯობდა ბალტიისპირელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ, რამეთუ ეს "ჯვაროსნებს" უფრო წაადგებოდათ. ყოველ შემთხვევაში, გამარჯვება და თანაც ასეთი ანგარიშით, ძალიან სასიხარულოა. მოკლედ, დასაწყისი კარგია, უკეთეს გაგრძელებას ველით.
თბილისი. "მიხეილ მესხი".
საქართველო - ლიტვა 4:0
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 ქვილითაია (23), 3:0 ყაზაიშვილი (31, პენ), 4:0 ჩაკვეტაძე (40)
საქართველო: ლორია, ნავალოვსკი, კაშია (დვალი 61), კვირკველია, კაკაბაძე, კანკავა (კვეკვესკირი 61), ანანიძე (პაპუნაშვილი 11), გვილია, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69), ყაზაიშვილი (მერებაშვილი 83), ქვილითაია (არაბული 73)
მთ. მწვრთნელი: ვაისი
ლიტვა: სეტკუსი, სლავიცკასი, კლიმავიჩიუსი, გიდრვაინისი, ბოროვსკი, ზულპა (ვორობიოვსი 46), ვერბიცკასი (პაულიუსი 81), ნოვიკოვასი (ლასიცკასი 60), ჩერნიხი (რომანოვსკი 81), სერნასი (ლაუკზემისი 72), ვალსკისი (კუკლისი 46)
მთ. მწვრთნელი: იანკაუსკასი
მკითხველის კომენტარები / 38 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
is profesorebi sad arian chakvetadze jer ver itamashebso?))))))))))
45
1
ზოგს სხვანაირად ახსოვს მაგრამ ვაისმა სსპანეთთან მოგების შემდეგ აშკარად ასე თქვა თუ თავიანთ გუნდებში ფეხბურთელები ითამაშებენ მაშინ ყველაფერი გამოვაო! აჰა ბატონო ითამაშეს და შედეგიც აშკარაა! არ მეგონა თუ ოდესმე ჩვენო ნაკრების თამაშით ვისიამოვნებდი მაგრამ დღეს სულ სხვაგვარად მოხდა ყველაფერი ასე გააგრძელეთ!
34
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული