აშკარა და დაუჯერებელი - საქართველოს ნაკრებმა 4:0 გაიმარჯვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლიტვა 4:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები თავის ისტორიაში ახალ ეტაპს იწყებს და მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგა მხოლოდ 5 თვის შემდეგ იღებს სტარტს, ამ ტურნირისადმი ჯეროვნად მომზადების დაწყება აქედანვე აუცილებელია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვაისმა ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც უფრო შემტევი ეთქმის, ვიდრე დაცვითი (ახალგაზრდული ნაკრებისგან განსხვავებით), რაც ნამდვილად მისასალმებელია. ვარაუდობდნენ, რომ ძირითადში კვეკვესკირი იქნებოდა, მაგრამ "ჯვაროსნების" თავკაცმა გვილია ამჯობინა, ვინაც "ლუცერნში" ჩინებული დებიუტით გამოიჩინა თავი. შესაბამისად, ტაქტიკა 4-1-4-1 გახლდათ.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და
მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს, სადაც იერიშებში აქტიურად ერთვებოდა განაპირა მცველი კაკაბაძე. მე-6 წუთზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო ანანიძემ და პაპუნაშვილმა შეცვალა, რომელსაც დრიბლინგი უფრო ეხერხება და თამაშში კარგად ჩაერთო.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მარჯვენა ფრთიდანაც დაიწყო მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა, სადაც ახალგაზრდა ჩაკვეტაძე აქტიურობდა. მე-15 წუთზე ნავალოვსკის პასით პაპუნაშვილმა ანგარიში გახსნა. მერე კაკაბაძის აწეულ ბურთზე ტანმაღალმა ქვილითაიამ მეორე სართულზე დაჯაბნა მეურვე და ულამაზესი გოლი გაიტანა. 31-ე წუთზე კი კაკაბაძის გადაცემული ბურთისთვის ბრძოლაში საჯარიმოში ქვილითაია წაიქცა, მსაჯმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი და თერთმეტმეტრიანით ყაზაიშვილმა მესამედ დაამწუხრა სეტკუსი. მე-40 წუთზე ჩაკვეტაძემ გვილიას პასი მიიღო, მცველი მოატყუა და 4:0...

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველ ტაიმში მოიპოვა რა ოთხბურთიანი უპირატესობა, თამაში დააწყნარა და მატჩი მშვიდად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას? დაძაბული თამაში არ გამოვიდა. კარგად წარმოაჩინეს თავი კაკაბაძემ, ჩაკვეტაძემ, ქვილითაიამ, პაპუნაშვილმა და საერთოდ, მთელმა გუნდი ქების ღირსია. ეს მოგება პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელი გახლდათ. ერთია მხოლოდ სათქმელი: ალბათ, სჯობდა ბალტიისპირელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ, რამეთუ ეს "ჯვაროსნებს" უფრო წაადგებოდათ. ყოველ შემთხვევაში, გამარჯვება და თანაც ასეთი ანგარიშით, ძალიან სასიხარულოა. მოკლედ, დასაწყისი კარგია, უკეთეს გაგრძელებას ველით.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
საქართველო - ლიტვა 4:0
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 ქვილითაია (23), 3:0 ყაზაიშვილი (31, პენ), 4:0 ჩაკვეტაძე (40)
საქართველო: ლორია, ნავალოვსკი, კაშია (დვალი 61), კვირკველია, კაკაბაძე, კანკავა (კვეკვესკირი 61), ანანიძე (პაპუნაშვილი 11), გვილია, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69), ყაზაიშვილი (მერებაშვილი 83), ქვილითაია (არაბული 73)

მთ. მწვრთნელი: ვაისი

ლიტვა: სეტკუსი, სლავიცკასი, კლიმავიჩიუსი, გიდრვაინისი, ბოროვსკი, ზულპა (ვორობიოვსი 46), ვერბიცკასი (პაულიუსი 81), ნოვიკოვასი (ლასიცკასი 60), ჩერნიხი (რომანოვსკი 81), სერნასი (ლაუკზემისი 72), ვალსკისი (კუკლისი 46)

მთ. მწვრთნელი: იანკაუსკასი
მკითხველის კომენტარები / 38 /
ასეთი ნერვებ დამწყვეტი კომენტატორები არც ერთ ქვეყანას არ ყავს, მიყე ბიჭო თამაშს შენი აზრები ვის რაში აინტერესებს.
ისე მიეცით საშუალება თითომ თითო ტაიმი წაიყვანოს იქნებ ჭორაობას მოეშვნენ.
კოტე
28 მარტი 2018 13:07
0
მომავალი კი არა წამყვანი და ლიდერია ნაკრების ეხლა ცაკვეტაცე
zizus
26 მარტი 2018 07:41
0
კაშიალეგენდ ერთ-ერთი ფულის მჭამელი და კორუმპირებული ადამიანი შენ ხარ ალბათ ფეხბურთში, არამგონია რაგბში წავიდეს კორუფცია რადგან იქ რაგბის სათავეში ვაჟკაცები დგარან და არა ფულის მუქთახორები თან შენნაირი. ფეხბურთის ფულს რომ კორუმპირებულები არ განაგებდნენ დამიჯერეთ ერთ-ერთი წარმატებული სპორტი ფეხბურთი იქნება და მერე ინგლისთან და საფრანგეთთან წაგების გამო აღარავინ არ გააკრიტიკებს, რადგან სულ წაგება მომაბეზრებელია და მაგიტომაც ყვირის ხალხი ყველა წაგებაზე. წარმატებები სრულიად საქართველოს სპორტს.
roma
25 მარტი 2018 21:59
6
ხო აბა რა ჩემი ბრალია ქართულ ფეხბურთში კორუფცია,ეკონომიკის განადგურება,სამართლიანობის არ აღდგენა, თქვენი პირადი ვალებიც ჩემი ბრალია,საკალათბურთო ლიგის გაფარჩაკება და საზოგადოების გაუნათლებლობაც. ძალიან მომწონს თქვენი აღქმის უნარი,ეგრე გაგრძელეთ და რა მაინტერესებს ლოკვა დამუღამეთ უკვე თუ ჯერ ლეკვი ხარ?
kashialegend
26 მარტი 2018 09:11
0
ეხლა რატო არ დაწერეთ, ძლივს მოვიგეთო და რატო არ დათვალეთ საქართველოს ბიუჯეტი ჰა? ან რაგბისტებს მივცეთ ის ფულიო და ა.შ. დაუნახავები ხართ ფანები კი არა. როცა რაგბში ზელანდიას ან ინგლისს მოვუგებთ მაშინ გქონდეთ პრეტენზია ფეხბურთელებთან რატო ვერ გადიხარ საფრანგეთი იტალიის ჯგუფიდანო. ობიექტურები ხო ხართ და რატო გავიწყდებათ კალათბურთელები,რა წარმატება არ ქონდათ თუ რა. ვინმემ მიხედა მაგ სპორტს და ლიგაც საშინელ დღეშია თან. უბრალოდ რაგბი არაა პოპულარული სპორტი სხვებთან შედარებით და ფულიც არ იჭერება მაინცდამაინც. დაელოდეთ ცოტა ხანი და მანდაც კორუფცია წავა და დაკიდება მაგ სპორტის. ვულოცავ მთელ საქართველოს და ბიჭებს გამარჯვებას. ქართველებს ყველა სპორტის სახეობაში ვგულშემატკივრობ,მნიშვნელი არ აქვს რა სპორტია
kashialegend
25 მარტი 2018 14:34
11
Iko dro roca fexburtit vsuntkavdi megobaro, magram tviton qartulma fexburtma qna is rom fexburts saertod aRar vukureb. Msoflios da evropas da ligebsac ki... imdens miaRwies qartvelma fexbururtel-nachalnikobam rom italias gulshematkivtoben dinamos sstaduonze. 2-3 tamashi gadabmulad rodesme mougiat... ra tkma unda ragbi, kalatburti, tskalburti, widaobebi bevrad mets imsaxureben da tu rame morcheba am da sxva sportebs mashin unda daafinanson fexburti!!!
Kote
25 მარტი 2018 16:17
2
რაგბს ორგანიზაციული თვალსაზრისიდ ვერავინ შეედრება ჩვენთან, ამიტომაც ეკუთვნით მეტი ფული. არც კალათბურთშიდა არც ფეხბურთში შორიდანაც არ ჩანს მსგავსი მიდგომა საქმისადმი.
ანდრი
25 მარტი 2018 15:25
2
ყველას თავისი შეხედულება და აზრი აქვს მაგრამ აბურჯანიას თამაშში რა მოგეწონათ გაფიცებთ რა. ჩაკვეტსძე ჩვენი ნაკრების მომავალია
ზიზუ
25 მარტი 2018 13:53
4
მეც ეგ არ მაფიქრებს? მაგრამ აგერ ბატონ vaso-ს მოსწონს. "4-5 ჩაჭრა" თამაშს არ ნიშნავს, მთუმეტეს, როდესაც კარგავ კიდეც. გემოვნების ამბავია ზუსტად, და გემოვნებაზე არ დავობენ. რაც აშკარად ჩანდა - ვერ ჩაჯდა გუნურ თამაშში. ვუსურვებ, რომ ხელი მოემართოს თუმცა აბურჯანიას და მერებაშვილს ჩემი აზრით ამ ნაკრებში პერსპექტივა არ აქვთ.
kote
25 მარტი 2018 14:17
3
კი იყო რაღაც მომენტებში დრიბლინგები მაგრამ მე უფრო მეტად დამუშავებული კომბინაციებ დავინახე! მაგ. პირველი და მეოთხე გოლი და გათამაშებული ჯარიმა! მოგების მერე ლამძღვა რად გვინდა მაგრამ ეიფორია დამღუპველია!
გენო
25 მარტი 2018 11:41
1
რაგბიც ჩვენი თამაშია, ფეხბურთიც ჩვენი თამაშია, კალათბურთიც ჩვენი თამაშია, ჭიდაობაც და კიდევ სპორტის სხვა სახეობებიც. ასეთი დასტერეოტიპებულები 80-იან წლებსიც არ ვიყავით, როცა არაფრის არჩევანი არ გვქონდა. მეგობრებო, გუშინ მაგრად ვისიამოვნეთ, უკვე მე-2 ბალტიისპირეთის გუნდს მოვუგეთ დიდი, შეიძლება ითქვას გამანადგურებელი ანგარიშით. მაგრამ განა ნაკლებად სასიამოვნო და საამაყოა, როცა ამარცხებ ესპანეთის, რუმინეთის, 70 მილიონიანი გერმანიის გუნდს გერმანიაში ანადგურებ. ჩვენ მცირე რიცხოვანი ერი ვართ, ამიტომ ქართული სპორტის გულშემატკივარი ქართული სპორტის ქომაგობაში მუდამ და ყველგან ერთად უნდა ვიდგეთ რა სახებაც უნდა იყოს. ასე მივაღწევთ ევროპისა და მსოფლიოს მოედნებზე დიდ გამარჯვებებს.
gizog
25 მარტი 2018 11:17
3
რატო იყო აბურჯანია ნული? 10 წუთი ითამაშა და 4-5 ისეთი ჩაჭრეა გააკეთა თქვენი მოწონწბული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჭკვიანია და მოედანს მაგრა ხედავს, პოზიციას არჩევს, ტექნიკურიცაა და რამოდენიმე პასიც გააკეთა. ტიპიური ცენტრია, უკან დაწეული. აი ნახავთ ეგ როგორ გაიქაჩება ესპანეთში. თუ თრავმამ ხელი არ შეუშალა 2 წელიწადში უმახლეს დონეზე ვიხილავთ. წარმატებები მას და სხვასაც. კაცს რომ მოატყვილებ ან პადკატების მეტი რომ არაფერი შეწგიძლია ეგ არაა ფუტბოლი.
vaso
25 მარტი 2018 10:56
2
ვააა. წინ მივდივართ. ფარერებთანაც მოვიგეთ.
როგორც ბაბუაჩემი ალექსა იტყოდა, ჯერ აკოფს გადაახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო.
ცნობისთვის: 1)ყაზახებმა უნგრეთს მოუგეს 2) უცხოეთში ჩვენ ფეხბურთელებს გაუთავებელი დრიბლინგების გამო იწუნებენ. აქ კი პირიქით აქებენ!!??
martlaaa
25 მარტი 2018 10:51
8
არადა ყაზახებთან თუ წააგეს ჩვენებმა მერე ნახე აქ რა გინება და ლანძღვა იქნება და არც ეს თამაში გაახსენდება ვინმეს.ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო კარგათაა ნათქვამი ლიტველები იყვნენ ძალიან უსუსურები ეს ერთი და ოფიციალურ თამაშებში ეგეთი სუსტი თამაში გამორიცხულია რომელიმე მეტოქემ აჩვენოს.მოგება ზოგადად კარგია მაგრამ ის უფრო მეტად მაშვინ ფასობს როცა ძალიან გჭირდება და მეტოქეც შენი ტოლი სწორია ისე ყაზახებმაც მოიგეს გუშინ თამაში.ასე რო ეიფორიაში არუნდა ჩავარდეთ,
zaza
25 მარტი 2018 10:39
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული