საქართველო VS ესტონეთი - რევანშისა და მორიგი გამარჯვების წყურვილით

AutoSharing Option
24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან ამხანაგურ შეხვედრაში ისეთი პირველი ტაიმი ჩაატარა, რთულია, გამოხვიდე იმ ემოციებიდან და დაივიწყო ის სიამოვნება, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა მოგვანიჭეს.

დღეს კი, 27 მარტს საქართველოს ესტონეთი ეწვია და საღამოს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე, ვიმედოვნებთ, კიდევ ერთ საფეხბურთო ზეიმს ვიხილავთ. ვინც სტადიონზე ვერ მოხვალთ, მატჩის სატელევიზიო ტრანსლაციას "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იხილავთ.

ტაქტიკური მონახაზი და შემადგენლობა

თუ წინა შეხვედრაში სამი ფეხბურთელი გვაკლდა, ამჯერად რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. ჯანო ანანიძემ ლიტვასთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და შემოდგომამდე მინდორს დაემშვიდობა. ასევე, ვაკო
გვილიაც
ვარჯიშზე მსუბუქად დაშავდა. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მეორე შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე მონაწილეობას არ მიიღებდა. ასევე ტრავმის გამო წინა შეხვედრამდე გვაკლდნენ: დავით ხოჭოლავა, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე.

სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ეს ცვლილებები არ იქნება. ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ გიორგი პაპუნაშვილი და გიორგი მაკარიძე.

სლოვაკი სპეციალისტი კმაყოფილი დარჩა პაპუნაშვილის თამაშით და ამ ქმედებით მას ნაკრებში დამკვიდრების უფრო მეტ შანსს აძლევს.

ბოლო წლებია საქართველოს ნაკრებში საკმაოდ კარგი კონკურენციაა მეკარეებს შორის და ვაისიც შანსს ყველას აძლევს. ამჯერად გიორგი მაკარიძე დაიწყებს, რომელსაც უფრო მეტი წნეხი ექნება, ვიდრე გიორგი ლორიას ჰქონდა ლიტვასთან.

ვლადიმირ ვაისმა ძალიან ბევრი კარტი გახსნა მატჩის წინ. სასტარტო შემადგენლობაში, დიდი ალბათობით, იქნებიან: ნიკა კაჭარავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი მერებაშვილი, ჯიმი ტაბიძე და ლაშა შერგელაშვილი.

ანუ, თუ ვაისს დავუჯერებთ, დაახლოებით ასეთი იქნება ჩვენი ტაქტიკა - 4-2-3-1: გიორგი მაკარიძე - ლაშა შერგელაშვილი, ჯიმი ტაბიძე, საბა კვირკველია, ოთო კაკაბაძე - ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი - გიორგი პაპუნაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი მერებაშვილი - ნიკა კაჭარავა.

ერთი მხრივ, კარგია, რომ საქართველოს ნაკრების დამრიგებელი არჩევს შემადგენლობას, რომელსაც ერთა თასზე დაეყრდნობა, თუმცა წინა მოგებით გახარებული გულშემატკივარი "მიხეილ მესხის" სტადიონზე მომავალი გამარჯვების იმედით ცარიელ ადგილს არ დატოვებს.


მეტოქე ესტონეთი

წინა დაპირისპირება ნაკრებსაც და გულშემატკივარსაც ცუდად ახსოვს. 2015 წელს, ჯერ კიდევ როცა ცხადაძე იყო მწვრთნელი, ტალინში 3:0 წავაგეთ და ჩვენს თამაშში საერთოდ არ იყო ფეხბურთის ნასახი. დღეს გამოძახებული 20 ფეხბურთელიდან ტალინში შვიდი ფეხბურთელი იმყოფებოდა და ექვსმა მიიღო მატჩში მონაწილეობა: ლორიამ, კაკაბაძემ, კაშიამ, ნავალოვსკიმ, კანკავამ და ყაზაიშვილმა. იმ შეხვედრაში თადარიგში მხოლოდ გიორგი მაკარიძე იყო.

ესტონეთი თბილისში წამოსვლამდე სომხეთს 0:0 დაუზავდა. მათი მწვრთნელის განცხადებით, ჩვენთან დადებითი შედეგის მისაღწევად მოდის. მათი ნაკრები ფიფას რეიტინგში 86-ე ადგილზეა და c დივიზიონში ჯგუფში უნგრეთთან, საბერძნეთთან და ფინეთთან ერთად იმყოფება.


მეტოქის ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია ადგილობრივი ჩემპიონატიდან. 4 ფეხბურთელი ტალინის "ფლორიდანაა", რომელიც ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ამ კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ზაქარია ბეგლარიშვილია. ბოლო პერიოდში კი ზაქარიას ესტონეთის ნაკრებში ასპარეზობაზე მიდის საუბარი.


სხვათა შორის, 2015 წელს 78-ე წუთზე ჩაერთო ბეგლარიშვილი შეხვედრაში ესტონეთის წინააღმდეგ, მაგრამ რადგან ის ოფიციალური შეხვედრა არ იყო, მას თავისუფლად შეუძლია ესტონეთის ნაკრებში ითამაშოს.

ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი "ლივერპულის" მცველი რაგნარ კლავანია. ესტონეთის ნაკრებშია ნიკა კაჭარავას თანაგუნდელი კენ კალასტეც, რომელიც მარცხენა მცველია.

ესტონეთის ნაკრებს 2016 წლიდან ადგილობრივი სპეციალისტი მარტინ რეიმი წვრთნის, რომელიც მანამდე ახალგაზრდული ნაკრებების გაწვრთნით იყო დაკავებული.

რას ველით?
გავსებულ სტადიონს! ერთი რამ, რაც გულდასაწყვეტი და უცნაური იყო წინა მატჩში, ეს იყო შეხვედრის მიწურულს ტრიბუნების მასობრივი დაცარიელება. ცოტა უცნაურია - თუ ვაგებთ, მიდის გულშემატკივარი, თუ ვიგებთ, მაინც მიდის.

დღევანდელი მატჩი ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ლიტვასთან იყო. როგორც დანაკლისიდან გამომდინარე, ამავდროულად, იმ ცვლილებებითაც, რასაც ვაისი გეგმავს.

მაგრამ ამ ექსპერიმენტებით ბევრი დეტალი იჩენს თავს, მაგალითად: ვინ უნდა იყოს მთავარი მეკარე? ვინ უნდა იყოს სასტარტოში, გიორგი ქვილითაია თუ ნიკა კაჭარავა? დანაკლისის პერიოდში რამდენად ძალუძს გიორგი პაპუნაშვილს ლიდერების ჩანაცვლება? შეძლებს ისეთივე ნაყოფიერი იყოს ნიკა კვეკვესკირი, როგორც ვაკო გვილიაა? და ა.შ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რთულია, რევანშზე იფიქრო, თუმცა ყველაფერი ხდება...



მკითხველის კომენტარები / 12 /
კანკავაზე ეწყობა ისევ გუნდი? მე სამწუხაროდ ვერ ვატყობ გუნდს რომ მისი ყოფნა რამეს მატებდეს და იქნებ დროა მის გარეშე ითამაშოს ამხანაგურები და დალაგდეს სათამაშო სქემა. უფრო მობილური გუნდი გამოვა ჩემი აზრით, ჯაბას ცალსახა ჩამშლელია და ქეცბაიას ფორმაციის გუნდისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა როცა შეტევის პრეტენზია გვაქვს მისი მოედანზე ყოფნა დასუსტებაა ამ პოტენციალის.
???
27 მარტი 2018 17:21
2
კანკავაზე ეწყობა ისევ გუნდი? მე სამწუხაროდ ვერ ვატყობ გუნდს რომ მისი ყოფნა რამეს მატებდეს და იქნებ დროა მის გარეშე ითამაშოს ამხანაგურები და დალაგდეს სათამაშო სქემა.
???
27 მარტი 2018 17:17
3
-საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მაკარიძე, კაშია, კვირკველია, ხოჭოლავა, ?... ?... ?... ?...ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, ქვილითაია.
ozeki.
27 მარტი 2018 16:28
0
am tamashi xom gamogvadgeboda sxirtladze da chanturia, auzileblad orive unda gamoezaxa(((
qomagi
27 მარტი 2018 15:58
0
არაბიძე ძალიან კარგი ახალგაზრდაა და პერსპექტივა აქვს თუ განვითარდება, მაგრამ ეროვნულში რატომ არ იძახებთო ვინც იძახით, უყურეთ ახალგაზრდულში ფარერებთან თამაშს? მოგეწონათ იქ არაბიძე?
თენგო
27 მარტი 2018 15:14
0
კვეკვესკირისგან რა გინდათ ხალხო? გვილია რომ არ გვყავდა მოლდოვასთან თამაში საუკეთესო იყო და საერთოდ მისი დამსახურებაა ის მატჩი რომ არ წავაგეთ,
roma
27 მარტი 2018 13:55
0
რა წაიღეთ ტვინი ამ არაბიძით,მე მაგის ისეთი ნათამაშები არ მახსოვს ნაკრებს რომ აკმაყოფილებდეს.
ხომ ხედავთ შახტარის დუბლებშიც აღარ ათამაშებენ.მე თუ მკითხავთ ახალგაზრდულ ნაკრებშიც არ უნდა იძახებდენ ამ ეტაპზე.
მერო
27 მარტი 2018 13:54
0
დღეს დაამტკიცონ არაბიძემ და ზარანდიამ, რომ პრეტენზია აქვთ ეროვნულზე !!!
მიშა63
27 მარტი 2018 13:28
0
გიორგი მერებაშვილი ვერ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას, იქ სადაც გადაცემაა საჭირო კარში ურტყავს და პირიქით.
კოტე
27 მარტი 2018 12:45
2
ერთი რამე არ მესმის,კონკრეტულად არაბიძესთან დაკავშირებით, თუ იმიტომ არღარ იძახებს ვაისი, რომ ბურთს ათრევს პასს აგვიანებს, ან სხვა რამის გამო, (რასაც მე არ ვეთანხმები) ერთი მაინტერესებს რა არის განსხვავება პაპუნაშვილსა და არაბიძეს შორის რა, ამ პაპუნაშვილს უფრო მეტი წუნი აქვს თამაშის დროს მეთუ მკითხავთ, არაბიძე არიყო სენტ კიტსა და ნევისთან სირცხვილს რო გადაგვარჩინა, ტიპმა 4 თამაშში 3 გოლი შეაგდო მეტი რაღა გინდა? დავიჯერო 15 წუთი აღარ ეკუთვნის
giga
27 მარტი 2018 12:00
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული