საბა ლობჟანიძემ "ლუნგბიუსთან" მატჩში დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის სუპერლიგაზე დასარჩენად მებრძოლმა ქართველი ნახევარმცველის საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ლუნგბიუ" და ორივე გოლი საბამ გაიტანა. მან მე-15 და 31-ე წუთებზე გამოიჩინა თავი.

ლობჟანიძემ მიმდინარე ჩემპიონატის 25 შეხვედრაში 7-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და თავისი გუნდის ბომბარდირია.

8 აპრილს "რანდერსი" სტუმრად "სონდერისკეს" ხვდება, იქამდე კი, 4 აპრილს თასის 1/8-ფინალში მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის "სილკებორგს" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული