საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში 5 პოზიციით წაიწია წინ და ამჟამად 362 ქულით 96-ე ადგილზეა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ერთი პოზიციით გვისწრებენ ფარერები და ესტონეთი, რომლებსაც ერთნაირი ქულების რაოდენობა აქვთ და 94-ე ადგილს იყოფენ.
ერთა ლიგაზე ჩვენი მთავარი კონკურენტი ყაზახეთი 119-ე ადგილზეა, რომელიც 19 პუნქტით დაწინაურდა. ანდორა კი 2 საფეხურით დაქვეითდა და ახლა 132-ე პოზიციაზეა. ყველაზე ცუდ დღეში კი ლატვიაა, რომელმაც 8 საფეხურით დაიწია ქვემოთ და ახლა 139-ეა.
შეგახსენებთ, რომ
▶ აშკარა და დაუჯერებელი - საქართველოს ნაკრებმა 4:0 გაიმარჯვა! [VIDEO]
▶ BRAVO: საქართველოს ნაკრებმა მშრალი ანგარიშით მიჯრით მეორე მატჩი მოიგო [VIDEO]
მომდევნო ამხანაგურ მატჩებს საქართველოს ნაკრები ივნისში გამართავს. "ჯვაროსნები" 26 მაისიდან ავსტრიის დაბა ბედ ჰარინგში შეიკრიბება, სადაც საწვრთნელი პროცესის ძირითად ეტაპს გაივლის.
ჩვენი გუნდი 1-ელ ივნისს ავსტრიაში, ამხანაგურ მატჩში მალტას შეხვდება. ავსტრიიდან კი ნაკრები ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. 5 ივნისს, მეორე ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან ჩაატარებს.
რაც შეეხება პირველ ათეულს, ის ასე გამოიყურება: