"ჩვენ შევიძინეთ როგორც ერთა ლიგის ტურნირი, ისე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები. გვაქვს აბსოლიტურად ყველა შეხვედრის ჩვენების უფლება.
შევეცდებით, ერთა ლიგის ტურნირი მაქსიმალურად გაშუქებული იყოს. ორგანიზატორები თითონ დროში ისე აკეთებენ, რომ გულშემატკივარმა მაქსიმალურად ბევრი მატჩის ნახვა შეძლოს.
რა თქმა უნდა, იმ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებია, ყველა თამაში იქნება ნაჩვენები.
რაც შეეხება თავად საქართველოს ნაკრებს, ჩვენ არ გვაქვს უფლება მისი თამაშები პირდაპირ ეთერში გავუშვათ. შეგვიძლია,
რეალურად, პირდაპირ ეთერში ჩვენების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, თუმცა მე ვერ გეტყვით ანახებენ თუ არა ისინი საქართველოს ნაკრების თამაშებს", - აღნიშნა სალუქვაძემ.