სანაკრებო პაუზის წინ: რა ხდება ჩვენი მეტოქეების ბანაკში?

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზა ახლოვდება და წინ სულაც მსოფლიო ჩემპიონატია. უმეტესობა წამყვან პირველობებზე ბურთაობა უკვე დაამთავრეს.

ამ სტატიაში იმ ნაკრებების მომავალ მეტოქეებსა და რეიტინგში მათ ცვლილებებზე დაგელაპარაკებით, ვინც საქართველოსთან ერთად ერთა ლიგის ჯგუფშია.

დავიწყოთ ყაზახეთის ნაკრებით:

სტანიმირ სტოილოვის გუნდს 5 ივნისს ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩანიშნული. ყაზახები 5 ივნისს საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებენ.

რაც შეეხება ფიფას რეიტინგს,  ყაზახებმა 2 საფეხურით წაიწიეს წინ და ამჟამად 117-ე პოზიციას იკავებენ.

ივნისის თვეში ერთბაშად 3 მატჩი აქვს გასამართი ლატვიის ნაკრებს, რომელიც ახალი მწვრთნელის, მიკსუ პაატელაინენის
მეთაურობით ითამაშებს.

ლატვიელები ბალტიის თასზე 2 ივნისს ჯერ ესტონეთს, ხოლო 5 ივნისს ლიტვას ეთამაშებიან. ამხანაგური დაპირისპირების ფარგლებში კი, მათი მეტოქე 9 ივნისს აზერბაიჯანი იქნება.

რაც შეეხება ფიფას რეიტინგს, მათი პოზიცია კვლავაც უცვლელია, რომელიც 139-ე ადგილია.

ჯერჯერობით არცერთი ამხანაგური შეხვედრის შესახებ არ განუცხადებია ანდორის ნაკრებს. მათ უკანასკნელად 21 მარტს ითამაშეს, როდესაც გასვლით შეხვედრაში ლიხტენშტეინი 1:0 დაამარცხეს.

საინტერესოა, რომ ანდორის ნაკრები ფიფას რეიტინგში ლატვიაზე წინაა და 139-ე პოზიცია უკავია.

უეფას ერთა ლიგის შეხვედრები ჩვენს ჯგუფში 6 სექტემბერს, ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება. იმავე დღეს ლატვია ანდორას მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩამოვა რა, არ მოუგო დიდი ანგარიშით
kako
16:54 18-05-2018
4
ჯერ ყაზახეთს მოვუგოთ, მერე ლატვიას და ბოლოს ვიბლატავოთ.
haha
16:43 18-05-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული