ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ქართველი ფეხბურთელები, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ავსტრიაში მდებარე დაბა ბად ჰერინგში 26 მაისიდან შეიკრიბებიან. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის 26 მოთამაშისგან დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნულ ნაკრებში პირველად თამაშის შანსი ეძლევა დონეცკის „ოლიმპიკის“ მეკარე ზაურ მახარაძეს. უკრაინული კლუბის 25 წლის წევრმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იქნება. აგრეთვე, ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ ბექა ვაჩიბერაძეს (რიგასი, ლატვია), გიორგი ბერიძეს (ტრენჩინი, სლოვაკეთი) და
საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე თბილისის "დინამოს" წევრ ლევან ხარაბაძეს.

მნიშვნელოვანი საკლუბო შეხვედრების გამო, კლუბსა და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შორის არსებული კომუნიკაციის საფუძველზე, ავსტრიასა და ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძე. სავარაუდოდ, ლუქსემბურგთან თამაშის შესაძლებლობა ექნება უნგრეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ბაჩანა არაბულს. ასევე, მალტასთან, ავსტრიაში ჩასატარებელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური. სამივე მოთამაშე ნაკრებს ლუქსემბურგში შეუერთდება. ამხანაგურ მატჩებს ტრავმების გამო აგრეთვე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოტოვებს.

საქართველო-მალტას შეხვედრა ავსტრიის ქალაქ შვაცში 1-ელ ივნისს შედგება. 3 ივნისს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 5 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("რიუ ავე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ზაურ მახარაძე ("ოლიმპიკი", დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი ("რუსთავი", რუსთავი) სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი), ლაშა დვალი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("სკა-ენერგია", რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), ლევან ხარაბაძე ("დინამო", თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - "ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ვაკო გვილია ("ლუცერნი", შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე ("რიგასი", ლატვია), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), გიორგი ბერიძე ("ტრენჩინი", სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("სპარტაკი", ტრნავა, სლოვაკეთი), ჯაბა ჯიღაური ("ორდაბასი", ყაზახეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა ("კორონა", პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი), ლადო დვალიშვილი ("ჰაპოელ აშქელონი", ისრაელი), ბაჩანა არაბული ("ბალმაზუივაროში", უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 6 სექტემბერს ჩაატარებს. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი შეხვედრა იქნება. აღნიშნული შეხვედრა ასტანაში შედგება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 51 /
უჩა ლობჟანიძე რატომ არ გამოიძახეს?))
ლევანი
22 მაისი 2018 21:16
1
ეს დვალიშვილი გამგებლის შვილია თუ რა ხდება? ხო ვერ მოვიშორეთ რა.
ტიპს პენალიც კი ვერ გაატანინეს ნაკრებში არამც თუ თამაშდან.
geoachi
22 მაისი 2018 14:53
0
მომავალ სეზონში ხორვატიის HNL-ში (უმაღლესი ლიგა) გიორგი მჭედლიშვილი ითამაშებს, ესკაცი ნამდვილად სჭირდება საქართველოს ნაკრებს და უნდა მოხდეს მისი გამოძახება ძალიან ტექნიკური და სტაბილური მოთამაშეა..
ქართველი
22 მაისი 2018 17:11
2
ეს ხალხი ფულს ხომ არ იხდის ნაკრებში მოსახვედრად? ან ვაჩიბერიძეს რა უნდა, ან აბურჯანიას, ან ჯიღაურს, ან დვალიშვილს და ა.შ. ვის ვატყუებთ? მე მგონი თუ ნაკრების წევრი ხარ, შემდეგ უკეთეს კონტრაქტს აფორმებ, თორე ისე რატო უნდა გამოიძახო ესენი, არ ვიცი.
ho
22 მაისი 2018 14:50
0
დვალიშვილის გატანილი რა იქნა მაგის წაყვანას 19წლამდე ნაკრების თავდამსხმელი წაეყვანა ვინმე ბავშვი ირბენდა მაინც ისე მჭედლიცესაც მოურჩა ტრავმა და უთამაშებელი მჭედლიძე ბევრათ აჯობებს დვალიშვილს მაინც თავით მაინც დაარტყამდა მჭედლო ჩაწოდებულს
ტიტტი
22 მაისი 2018 14:47
2
ადრეც ვწერდი და ახლაც არ დამეზარება თქმა, რომ ეგ შენი ნაქები მჭედლიძე სულაც არ გამოხატ5ავს დიდ სიხარულს და აღფრთოვანებას ნაკრებში ჩამობრძანებაზე, იყო შემთხვევა,რომ ტრავმა მოიმიზეზა და მალევე "სასტავი ითამაშა, ასე ადრე კი ტრავმა არ შუშდება. რაც შეეხება დალიშვილის მაგიერ სხირტლაძე გამოეძახა გაცილებით(!) აჯობებდა, მოძრავიცაა და ბურთსაც უკეთ გრძნობს, თან ახალგაზრდაა და არც გამოცდილება დაეწუნება. ობიექტურად ასეა..............
ვასილიჩი
23 მაისი 2018 09:01
0
ბოისას ტავისი ზმა მაგრამ ამ დვალიშვილს ვინ ყავს მარტლა ნაკრებსი ტიპს ცემი სისწრაფე აქვს
შოთა გუგეშაშვილი
22 მაისი 2018 15:42
3
დვალიშვილის ახლობელო მეკო,ერთი მითხარი ლადომ ბოლოს რომელ წელს გაიტანა ბურთი და ვის კარში? თავი რომ გამოგიდვია,მოკეტე რა ...
status quo
22 მაისი 2018 17:15
6
საფეხბურთო ნაკრებში დვალიშვილი საკალათბურთო ნაკრებში ბოისა.სანამ ეგ ბიჭები სპორტში იქნებიან სავარაუდოდ ნაკრებშიც იქნებიან და ნუღარ მოვიშლით ნერვებს ხალხნო! ძალიან მინდოდა ძირითადი შემადგენლობით გვეთამაშა უფრო შეთამშდებოდნენ ბიჭები,კარს მოგვადგა შესარჩევები და ექსპერიმენტების დრო აღარაა ჩემი აზრით,ბირთვმა უნდა ითამაშოს რამდენიმე თამაში რომ კარგად შეეწყონ ერთმანეთს.
დდდ
22 მაისი 2018 14:47
0
მე მინდა ყველა ფეხბურთელი იყოს ძალიან წარმატებული და ყველას გულშემტკივარი ვიქნები თავის გზაზე .. მაგრამ როცა ვაჩიბერაძემ არჩევანი გააკეთა და თქვა მე უკრაინის სახელით მინდა თამაშიო იქ უკვე დამთავრდა ყველაფერი. მაგრამ ზოგს ფეხბურთის ნიჭი არ აქვს და ზოგს სინდის ნამუსი.. ასე რო ეგ კაცი პირადად ჩემთვის არასდროს იქნება ნაკრების სრულფასოვანი წევრი სხვისი არ ვიცი. ყველას საკუთარი აზრი აქ და იქ გაუმარჯოს ღმერთმა.
რიგითი გულშემატკივარი
22 მაისი 2018 14:37
5
მართალი ხარ 100%-თ!
alex
22 მაისი 2018 15:54
1
100 % ით გეთანხმები, "უკრაინის ნაკრებში თამაში მინდა" კაიაა ბაბა, მარა ქე უნდა გეკუთვნოდეს, არ ჩაუვიდა ფეხი იქ და"ჯანდაბას საქართველოში ვითამაშებო", აპააა?
ვასილიჩი
23 მაისი 2018 09:07
0
ფაჩულიას გარეშე გაგვიჭირდება
ვისი გორისა
22 მაისი 2018 22:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული