ვლადიმირ ვაისის ავანტიურა თუ სასარგებლო ექსპერიმენტი?

AutoSharing Option
რა სარგებელი მოუტანა საქართველოს ნაკრებს ორმა ამხანაგურმა მატჩმა?

ერთა ლიგაზე ჩვენი ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ყაზახეთის ნაკრებმა ასტანაში აზერბაიჯანი გაანადგურა და მისი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი მეტად და მეტად ოპტიმისტურ განწყობაზე დააყენა. ბულგარელი სპეციალისტი ყაზახეთში უკვე 4 წელია მუშაობს და იქაურ ფეხბურთს შესანიშნავად იცნობს. ის ასეთი ანგარიშით გამარჯვებას აშკარად არ ელოდა და თქვა, რომ მეტოქედ სპეციალურად შეარჩია აზერები, რადგან თამაშის სტილით "ჯვაროსნებს" ჰგვანან.

altყაზახეთმა "საქართველოს მსგავსი" ნაკრები გაანადგურა [VIDEO]


მის ოპტიმიზმს საქართველოს ნაკრების სუსტ ლუქსემბურგთან წაგებაც დაედო საფუძვლად, თუმცა მთლად ის არ
უთქვამს, ჯგუფიდან გავალთო - ასე ბრძანა, შეგვიძლია ჩვენი დონის გუნდებს თანაბრად ვეთამაშოთ და ჯგუფიდან გავიდეთო. ვფიქრობ, სტოილოვის ოპტიმიზმი ილუზიურია და თუ რატომ, შევეცდები, ჩამოგიყალიბოთ:

პირველი და უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ეს შეხვედრები მეორე და შესაძლოა, მესამე შემადგენლობითაც ჩაატარა და ლუქსემბურგთან გაყვანილი შემადგენლობა დონით ისე განსხვავდება ოპტიმალურისგან, როგორც ცა და დედამიწა.

მალტასთან მატჩის პირველმა ტაიმმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლია ჩვენს გუნდს და შექმნილი 5 ნაღდი საგოლე მომენტიდან თუნდაც 2 რომ გამოეყენებინა, იმ შეხვედრას დიდი ანგარიშით მოიგებდა. მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაინახა, ვის რისი შნო და მარიფათი აქვს და ვის შეუძლია მომავალში დაეყრდნოს.

თუმცა, სლოვაკი სპეციალისტის სტრატეგიული და ტაქტიკური გადაწყვეტილებები ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებას იწვევდა. პირველ რიგში, მეტოქის კარზე გრძელი გადაცემებით სწრაფი შეტევების მიტანა. ამის გამოყენება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ეს არაა ჩვენი სტილი და არა მგონია, სარგებელი მოგვიტანოს. უფრო ბურთის დაჭერასა და მეტოქესთან ტექნიკური უპირატესობის რეალიზაციაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. უნდა გამოიყენო ის, რაც გეხერხება და ველოსიპედის მოგონება არაა საჭირო. მაგალითად, ძველი თბილისის "დინამო" ვერასოდეს ვერ ითამაშებდა კიევის "დინამოს" ან გერმანიის ნაკრებისნაირად.

კიდევ გასაკვირი ვლადიმირის მიერ ზოგიერთი ფეხბურთელის უჩვეულო პოზიციაზე დაყენება გახლდათ, სადაც მათ თავი ვერ წარმოაჩინეს და ეს არცაა გასაკვირი. შეიძლება ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, ან უბრალოდ, მისი წარუმატებელი ექსპერიმენტი იყო.

ვახტანგ ჭანტურიშვილი

ამ ორმა სპარინგმა დაგვანახა "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის სათამაშო კლასი და ის, რომ ის უკვე მზადაა პირველ გუნდში სათამაშოდ, მას აქვს ის, რაც ასე ფასეულია: ეხერხება ბურთის დაჭერა, შეტევების წამოწყება და თამაშის სასურველ ტემპში წარმართვა. სწორედ ესაა ქართული ფეხბურთის კოზირი და არა მოედანზე თავქუდმოგლეჯილი სირბილი.

არავინ იცის, დაბრუნდებიან თუ არა სექტემბერში ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე და კიტეიშვილის კარგი, დამაჯერებელი თამაში ერთობ სასიხარულოა. თანაც, ეს ფეხბურთელი სტაბილურია და ღვთის მადლით, ტრავმებისკენ მიდრეკილი არაა. სხვა რომ არაფერი, ჩატარებული შეხვედრები მხოლოდ ამ ფაქტორითაც შეიძლება სასარგებლოდ ჩაითვალოს.

პირველი მატჩი 6 სექტემბერს ასტანაში გვაქვს. აზერებთან დებიუტში მოიპოვეს ყაზახებმა დიდი უპირატესობა, 2 გოლი გაიტანეს და ფაქტობრივად, დასაწყისშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. სავარაუდოდ, იმავეს შეეცდებიან ჩვენთანაც და საჭირო კი არაა, აუცილებელია, მათ ამის უფლება არ მივცეთ, ამის საუკეთესო საშუალება კი ბურთის ცენტრში დაჭერა და ტექნიკური უპირატესობის გამოყენებაა.

იქამდე ჯერ 3 თვეა, ბევრი რამ შეიცვლება, ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან და მათ რომც ვერ მოახერხონ ნაკრების დახმარება, ვაისს საკმაოდ დიდი და კარგი არჩევანი აქვს და არაა საჭირო ლუქსემბურგთან წაგებისგან ტრაგედიის შექმნა.

განვმეორდები, 6 სექტემბერს ჩვენ სულ სხვა კლასის გუნდი გვეყოლება და რაც მთავარია, არაა საჭირო, "ჯვაროსანთა" მესაჭემ რაღაც ახალ, გაუმართლებელ სტრატეგიულ და ტაქტიკურ ექსპერიმენტებს მიმართოს, რამეთუ არაა გამორიცხული, ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდეს.

და კიდევ - რატომღაც მომავალი მოწინააღმდეგეებიდან აქცენტი რატომღაც ყაზახებზე გადავიტანეთ და ყურადღება ნაკლებად მივაქციეთ, რომ ლატვიის ნაკრები მისმა ახალმა ფინელმა მწვრთნელმა მიკა-მატი პაატელაინენმა საკმაოდ გამართულად ათამაშა ვილნიუსში ლიეტუვასთან, სადაც მასპინძლებმა ფრის (1:1) მიღწევა მხოლოდ 86-ე წუთზე მოახერხეს და ლატვიამ ბალტიის თასი მოიგო.

სხვათა შორის, პაატილაინენი ადრე ფინეთის ნაკრების მწვრთნელი იყო და კარგად იცნობს საქართველოს ნაკრებს - 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ჯგუფში ფინეთთან ერთად იყო.

ასე რომ, ვლადიმირ ვაისსა და მის სამწვრთნელო შტაბს საფიქრალი და სამუშაო საკმაო აქვთ.

altვლადიმირ ვაისი: არც ერთი შემადგენლობით არ შეგვიძლია წავაგოთ ლუქსემბურგთან!

alt10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები ლუქსემბურგთან მატჩში

altსამწუხაროა - საქართველოს ნაკრებმა უხეიროდ ითამაშა და სუსტ ლუქსემბურგთან დამარცხდა! [VIDEO]

alt10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში

altსაქართველო - მალტა 1:0 - ასეთ გუნდს უფრო ადვილად უნდა მოუგო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ბატონო ვაჟა დავიწყე თუ არა კითხვა იმ წუთს თვალში მომხვდა სიტყვა "ჯვაროსნები". გთხოვთ გაითვალისწინოთ ქართველები ჯვაროსნულ ომებში არ მონაწილეობდნენ, ამის ფაქტები არ არის, ხოლო ზეპირი ლეგენდები არ ითვლება. ყველაზე მთავარი, ჩვენ გარშემო მყოფ მუსულმან მეზობლებს და მუსულმან ქართველებს ვცეთ პატივი. მათთვის ჯვაროსნები ძალიან ცუდი რამ არის. და კიდევ ჯავროსნების ძარცვა გლეჯას არა მარტო მუსულმანები, არამედ ქრისტიანებიც ეწირებოდნენ. სწორედ მათ დაიპყრეს და გაძარცვეს კონსტანტინოპოლი, ხოლო მთლიანად ბიზანტიაში სხვაზე ნაკლებად არ ყაჩაღობდნენ. თუ მაინცდა მაინც ჯვრის ხსენება გინდათ, სხვა ფორმა მოძებნეთ.
მენდეთ ამას ცუდი განზრახვით არ ვწერ, პირიქით ვადატურებ ამ გაზეთის მიმართ ჩემ პატივისცემას.
haha
11:19 07-06-2018
6
რას იგონებთ ხალხო, რა ავანტურა რა ექსპერიმენტი. დვალი ფლანგზე, რომ ვერ ითამაშებდა და დახოჭოლავა ცენტრში, ამას ნებისმიერი მოყვარული გილშემატკივარი ეტყოდა. ლუქსემბურგთან წაგება ცუდი მხოლოდ იმით არის, რომ ჩვენი ეს მეორე შემადგენლობა იდივიდუალურად მაინც ჯობდა ლუქსემბურგს მაგრამ თამაში წავაგეთ რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელმა ვერ შეარჩია სწორი ტაქტიკა და ვერ მისცა სწორი დავალებები ფეხბურთელებს. p.s. ერთალიგის ჯგუფიდან თუ ვერ გავედით წარმომიდგენია როგორ გააპრავეთ იმით, რომ ყაზახები დიდ ფულს ხარჯავენ და ჩვენზე უკეთესი შიდა ჩეპიონატი აქვთ. მოკლედ მარაზმია ეს ყველაფერი და ვაისი მაშინ უნდა წასულიყო როც შესარჩევი მოგების გარეშე დაასრულა. ღმერთმა ქნას ვცდებოდე
ლაშა
11:22 07-06-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული