ვლადიმირ ვაისი: არც ერთი შემადგენლობით არ შეგვიძლია წავაგოთ ლუქსემბურგთან!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლუქსემბურგთან (0:1) ამხანაგური მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს საგოლე მომენტების რეალიზების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე შემადგენლობით ვთამაშობდით, ვერ უარვყოფთ, რომ ამჟამად ჩვენი შეტევა იყო სუსტი.

ეს ფეხბურთელები უნდა გაიხსნან, კონკურენცია შექმნან მათთან, ვინც შეკრებაზე არ იყო. ჩემი აზრით, ეს არ იყო საკმარისი იმიტომ, რომ ჩვენ გავიტანეთ მხოლოდ ერთი გოლი პენალტით პირველ მატჩში მალტის წინააღმდეგ.

თუმცა ვითამაშეთ ათი ფეხბურთელით და ეს იყო დადებითი შედეგი. ჩემთვის მეორე შეხვედრა იყო გასაკვირი იმიტომ, რომ
არც ერთი შემადგენლობით არ შეგვიძლია წავაგოთ ლუქსემბურგთან ამ თამაშის ხარისხით.

მომენტების რეალიზაცია ძალიან დაბალია. ახალწვეულებიდან კმაყოფილი მხოლოდ ჭანტურიშვილით და კიტეიშვილით ვარ, რომლებმაც შეძლეს კონკურენციის გაწევა სხვა ფეხბურთელებთან.

ერთა ლიგის ჯგუფში ყველა გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რადგან  ეს დიდი შანსია, მიაღწიო წარმატებას და გახვიდე ევროპის ჩემპიონატზე. ეს ეხება ყველა ჩვენს მოწინააღმდეგეს.

ერთა ლიგას ვიწყებთ ყაზახეთში, სადაც მარტივი თამაში არ გველის. ყაზახები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ასევე კარგად თამაშობენ ფლანგიდან. დარწმუნებული ვარ, კარგი შემადგენლობით ვიქნებით, ფეხბურთელები დაბრუნდებიან ტრავმების შემდეგ გუნდში, თუმცა ყოველთვის პრობლემაა ტრავმირებულები, ამ შეკრებაზეც გვქონდა ეს პრობლემა.

გვილიამ წითელი ბარათი მიიღო და ვერ დაგვეხმარა. ამიტომ დისციპლინას დიდ ყურადღებას მივაქცევთ. რა თქმა უნდა, ყურადღებას მივაქცევთ ასევე ტაქტიკას და ვეცდებით, გვყავდეს ისეთი შემადგენლობა, რომელიც მოიგებს ყაზახეთში ან დადებით შედეგს აჩვენებს, რადგან პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

alt10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები ლუქსემბურგთან მატჩში

altჩემპიონი ლატვია და დამაჯერებელი ყაზახეთი - რა ქნეს საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის მეტოქეებმა?

altლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი: გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ

altსამწუხაროა - საქართველოს ნაკრებმა უხეიროდ ითამაშა და სუსტ ლუქსემბურგთან დამარცხდა! [VIDEO]


მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
ჭანტურიშვილი არის სამარცხვინო და რანაირა დმოგეწონათ ბატონო ვლადიმერ?
Superman
06 ივნისი 2018 17:39
8
რა დადებითი შედეგი, ვაის? გამარჯვების გარდა არაფერი არ არის დადებითი შედეგი ყაზახეთთან..
ქუთაისელი
06 ივნისი 2018 17:17
0
ვაზისუბანში, 20 კაცი, 50 წელს გადაცილებულები, კვირაში ორჯერ ვთამაშობთ ფეხბურთს...ამ ლუქსემბურგის ნაკრებს, 5-დან ორს, მოვუგებთ დიდი ანგარიშით...პირველს და გადამწყვეტს...თქვენ შეგიძლიათ გაგეცინოთ, მაგრამ ფაქტია !!!
მიშა63
06 ივნისი 2018 17:16
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული