საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
7 ივნისს ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები წინა თვესთან შედარებით დაქვეითდა.

საქართველოს ნაკრები ამჟამად 352 ქულით 96-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო წინა თვეს 95-ე ადგილზე იყო.

ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ივნისში ორი ამხანაგური მატჩი გამართეს. 3 ივნისს ქართველებმა მალტას მინიმალური ანგარიშით მოუგეს, ხოლო 5 ივნისს ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგთან ასევე მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

როგორც ჩანს, ზუსტად ლუქსემბურგთან მარცხმა იმოქმედა ნაკრების რეიტინგში დაღმასვლაზე.

ერთა ლიგის ჯგუფში ჩვენი მთავარი მეტოქე ყაზახეთი 117-ე ადგილზე იმყოფება, ლატვია 129-ე პოზიციაზეა, ხოლო ანდორა 130-ეზეა.

რაც
შეეხება პირველ ათეულს, ის ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

altვლადიმირ ვაისის ავანტიურა თუ სასარგებლო ექსპერიმენტი?

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა რეიტინგს უყურებთ, მთავარია, 6 სექტემბერს, ერთხელ და სამუდამოდ მოვაკეტინოთ ყაზახებს !!!
მიშა63
17:12 07-06-2018
1
დიდება ვაისს! 100-ში დაგვტოვა! იმედია მომავალში არ გავარდებით 100-იდან!
კანიჯა
16:53 07-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული