"კაირათმა" სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლოს ალოს ფერეროს კრიტიკოსები არ აკლია.
კლუბის გულშემატკივრები ვლადიმირ ვაისის დროს მისტირიან. მათ უნდათ, რომ სლოვაკი სპეციალისტი გუნდში სასწრაფოდ დააბრუნონ.
მათ სჯერათ, რომ ვაისის დაბრუნების შემთხვევაში გუნდი კიდევ უფრო დალაგდება, ყველა ფეხბურთელი ვირტუოზი გახდება და "კაირათი" ევროპის ლიგაზე გავა.
მგონია,
ტყუილია, რომ ვაისი სულ კარგ ტრანსფერებს აკეთებდა და მის ხელში ყველა ფეხბურთელი კარგად თამაშობდა.
საინტერესოა, რომ ფანები გუნდის გაძლიერებას მაშინაც მოითხოვდნენ და ახლაც ასეა.
პირადად მე, დიდ პატივს ვცემ ვლადიმირ ვაისს და მისი ეპოქა "კაირათში" ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გულშემატკივრებს მხოლოდ კარგი ახსოვთ.
ვფიქრობ, უკეთესი იქნება, მათ ვაისზე საუბარი შეწყვიტონ და ამჟამინდელ მწვრთნელს მუშაობა აცალონ", - წერს ვლადიმირ კოვპაკი.
ვლადიმირ ვაისი "კაირათს" 2013-15 წლებში წვრთნიდა, 2016 წელს კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.