ლატვიის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - როცა მეტოქეზე ერთი თავით უკეთესი ხარ

AutoSharing Option
29 აგვისტოს ლატვიის ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ლატვიას უმასპინძლებს.

ლატვიელთა თავკაცმა მიქსუ პატელაინესმა 23 ფეხბურთელს უხმო. მათგან უმრავლესობა ლატვიის ჩემპიონატში თამაშობს. ლატვიის ჩემპიონატი კი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ტურნირია, თუმცა რეიტინგში მაინც ჩვენზე წინ არიან.

altსაქართველოს მეტოქემ, ლატვიის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა

ლატვიის ნაკრებს ბოლოს 2017 წლის 28 მარტს დავუპირისპირდით და 5:0 ვძლიეთ. მაშინ ამან მეტოქის მთავარი მწვრთნელის გათავისუფლება გამოიწვია და გუნდშიც კარგი ატმოსფერო ნამდვილად არ იყო. "დინამო არენაზე" იმდროინდელი მოასპარეზე

შემადგენლობიდან, 8 ფეხბურთელი დღეს არსებულ განაცხადში არ არის (5 ძირითადი, 3 სათადარიგო).

ამჯერად ნაკრებს ფინელი მწვრთნელი წვრთნის, რომელსაც ფინეთის ნაკრებში უმუშავია. საკლუბო ფეხბურთში კი დაახლოებით 6 გუნდი ჰყავს გაწვრთნილი: "დანდი", ჰიბერიანი", "კილმარნოკი" და ა.შ.

მან სამი შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო, აზერბაიჯანთან შინ 1:3 დამარცხდნენ, ლიეტუვას ესტუმრნენ და ფრედ - 1:1 ითამაშეს, ხოლო ბოლოს საშინაო არენაზე ესტონეთი 1:0 დაამარცხეს.

ფინელმა მწვრთნელმა სამივე შეხვედრაში სხვადასხვა ტაქტიკა გამოსცადა: აზერბაიჯანს 3:5:2-ით დაუპირისპირდნენ და ეს არჩევანი გარკვეულწილად სანანებელი გაუხდათ; ლიეტუვასთან 4:5:1 სცადეს და ამ არჩევანმა გარკვეულწილად გაამართლა, თუმცა ესტონეთს 4:4:2-ით დაუპირისპირდა და მოიგო კიდეც.

მეკარეები
ლატვიელთა სამივე მეკარე ვეტერანია. მთავარი არჩევანი 38 წლის ანდრის ვანინსსა და 30 წლის კასპარ იკსტენსს შორის კეთდება. ვანინსი გამოცდილია და ამავდროულად, "ციურიხში" თამაშობს; პლუს ამას, ნაკრების კაპიტანია, თუმცა საკმაოდ არასტაბილურიც, ის იცავდა ლატვიელთა კარს საქართველოსთან მარცხის დროსაც.

იკსტენსი შედარებით ახალგაზრდაა, "რიგასში" თამაშობს, თუმცა მისი სათამაშო ასპარეზი და გამოცდილება არაა დამაკმაყოფილებელი. რაც უნდა იყოს, ეს პოზიცია ლატვიელთა ნაკრებში ნაკლებად საიმედოა და ლაფსუსებიც მოსალოდნელია.

დაცვა
დაცვის ბურჯი 27 წლის კასპარს დუბრაა, რომელიც "რიგასში" თამაშობს და ლატვიის ჩემპიონატში საუკეთესო ცენტრალური მცველია. აღსანიშნავია ისიც, რომ 1.90 სანტიმეტრია სიმაღლეში და ხშირად გააქვს თავით გოლები. მას უწყვილდება "ვენტისპილის" 26 წლის მცველი ვიტლის იაგოდინსკისი. ეს წყვილი უცვლელია შემადგენლობაში და გუნდს მათი ალტერნატივა არ ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს ნაკრებთან დაპირისპირების დროს დუბრა არ მონაწილეობდა და მათი დაცვის ჩამოშლა დიდწილად ამან გამოიწვია.

დაცვის ფლანგებზეც არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ანალოგიურად გარანტირებული აქვთ ძირითადში თამაში. 31 წლის მარჯვენა მცველი ვლადისლავ გაბოვსი "რიგაში" თამაშობს. წინა დაპირისპირების დროს თბილისში ისიც არ ყოფილა. მარცხენა ფლანგზე "ოლიმპიას" მცველი, 27 წლის ვიტალის მაქსიმენკო დგება, რომელიც კიდევ ერთი თავის ტკივილია გუნდისთვის. უბრალოდ, მათ მისი შემცვლელი არ ჰყავთ.

ნახევარდაცვა
მიქსუს ნახევარდაცვაშიც არ აქვს არჩევანი. მისი მთავარი მიზანია, ისინი უკეთესები გახადოს და შესაბამისი პოზიცია მოუძებნოს. ამიტომ მატჩიდან მატჩამდე ძირითადად ოთხ ნახევარმცველს იყენებდა.

24 წლის "რიგასის" ნახევარმცველ გლებ კლუსკინს ენდობა, რომელიც თბილისურ დაპირისპირებაშიც იყო და აქ ვერაფერი წარმოაჩინა.

ნაკრების მთავარი იმედი და შემტევი ძალაც ამ პოზიციაზე თამაშობს - დავის იკაუნიეკსი. 24 წლის ლატვიელი "იაბლონეცში" ასპარეზობს და ნაკრებშიც ყველაზე ძვირად ღირებულია - 750 000 ევრო. მის ანგარიშზე 16 შეხვედრაში 4 გოლია, მათგან 3 ამხანაგურში.

მეტოქეს ამ პოზიციაზე ძალიან დიდი დანაკლისი აქვს 23 წლის იანის იკაუნიეკსის სახით, რომელსაც ახლახან გაუკეთეს ოპერაცია.

გამოკვეთილი საყრდენი ნახევარმცველი ალექსანდრ ფერტოვსია, რომელიც 31 წლისაა და "რიგასში" თამაშობს. მას არ ენდობიან, ის საკმაოდ არასაიმედოა და ბევრ შეცდომას უშვებს. ფინელმა სპეციალისტმა ბევრი ფეხბურთელი გამოსცადა მის ადგილზე, თუმცა ექსპერიმენტები ჩაუვარდა და ბოლოს ისევ ფერტოვსი ჩასვა ძირითადში.

მეორე, ვისაც საყრდენ ზონაში ათამაშებს, "ვენტისპილის" კაპიტანი, 28 წლის რიტვარს რუგინსია. მისი პოზიცია უფრო მარჯვენა ფლანგია, თუმცა ლატვიელებს საყრდენი ესაჭიროებათ და ისიც დაცვით ფუნქციებსაც ითავსებს.

მოკლედ, ლატვიელებს არც ამ პოზიციაზე ულხინთ.

თავდასხმა
პატელაინესის ტაქტიკაში გამოჩნდა, რომ მას ძალიან უყვარს ორი თავდამსხმელით თამაში. ამ პოზიციაზეც ორი გამოკვეთილი ფეხბურთელია.

ვალერის საბალა 23 წლისაა და უკვე 11 გუნდი აქვს გამოცვლილი. ის ამჟამად პოლონეთის მეორე ლიგაში "პოძებისკიეს" ფორვარდია. ამ გუნდში თამაშობს ქართველი გუგა ფალავანდიშვილიც. საბალას ნაკრებში, არც მეტი, არც ნაკლები, უკვე 44 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი.

მეორე კი 26 წლის არტურს კარაუსკსია, რომელიც ყაზახეთში, "აკჟაიკში" თამაშობს. მას 14 შეხვედრა აქვს ნაკრებში ჩატარებული და გოლი არა აქვს გატანილი. არც კლუბში გამოირჩევა გოლეადორობით, 7 შეხვედრაში 1 გოლი.

მათ აქვთ "ლიეპაიას" შემტევის, ვლადიმირს კამესის ვარიანტიც, თუმცა მიქსუ ლიეტუვასთან მისი თამაშით კმაყოფილი არ დარჩა და ესტონეთთან კვლავ სათადარიგოდ გაამწესა. მას ნაკრების 17 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.

დასკვნა
ლატვია საკმაოდ სუსტი გუნდია, მათი შედარება ყაზახეთთან არც შეიძლება. ყაზახებს უკეთესი ჩემპიონატი და უკეთესი კლუბები ჰყავთ, შესაბამისად, უკეთესადაც არიან დაკომპლექტებულნი.

ამ გუნდის მაქსიმუმი ჯგუფში მესამე ადგილი იქნება. მათ ამ ეტაპზე ძალიან ცუდი საფეხბურთო თაობა ჰყავთ და უახლოეს პერსპექტივაშიც არ ჩანს უკეთესობა.

altსაქართველოს ნაკრები ლატვიასთან მატჩისთვის მზადებას არასრული შემადგენლობით შეუდგა

altლატვიელებმა, თბილისში სამი ქულის ასაღებად მივდივართო

altთბილისში გამომგზავრებამდე ლატვიამ სახლში ანდორას ვერ სძლია
 

მკითხველის კომენტარები / 7 /
მაქსიმალური მობილიზება ყოველთვის მთავარია.
ილია
20:54 08-09-2018
0
აიგეთ ხომ ოცნების კოშკები ჭ კლასის ყაზახეთთან მოგების შემდეგ.)))
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული