საქართველოს ნაკრები ერთა ლიგისთვის სამზადისს შეუდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი დღეს 19-კაციანი შემადგენლობით შეიკრიბა.

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელორუსი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი
პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებმაც საკლუბო შეხვედრა კვირას გამართეს, დღევანდელ ვარჯიშზე არ იმყოფებოდა და საწვრთნელ პროცესში 4 სექტემბრიდან ჩაერთვება. ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი არაბიძე თბილისში პირველ ვარჯიშს ხვალ გამართავენ. გუნდს სამშაბათს შეუერთდება ჯაბა ჯიღაურიც, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრას დღეს ჩაატარებს. ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრები ყაზახეთს 6 სექტემბერს ასტანაში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 9 სექტემბერს, ლატვიის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" გამართავენ.

უეფას ერთა ლიგის გათამაშების დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი 4 სექტემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში"  პრესკონფერენციას გამართავს. 18:00 საათზე ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ეროვნული ნაკრების ვარჯიში ჩატარდება. მედიის წარმომადგენლებს საწვრთნელ პროცესზე დასწრება საწყისი 15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი),

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩაკვეტაძე ზირითაადში უნდა იყოს, კაი ხოდზეა ეს ბიჭი, ოქრი ფორმაში არამგონია იყოს, მაგრამ ბევრ ფორმაში მყოფს მაინც აჯობებს რაგაც ეპიზოდებში, კანკავა შეუცვლელია სანამ სანამ ამ კაცს სირბილი შეძლებაა სუ ნაკრებში უნდა იყოს იმენა ჯილკაა, დაცვაში თუ შეთამააშდნენ ბიჭები,მგონი ნორმალურზე უკეთესი დაცვა გვყავს, წინ კიდე რავიცი აბა მჭედლო კია გამოცდილი მაგრამ ქვილითაია უფრო ყისმათაა (ბურთი აქეთ ეძებს ხოლმე) ხო ისე პაპუ დაფრინავდა საკაიფოდ და ახაც იფრენს ეს ბიჭი, გვილიაც კოხტა ფეხბურთელია. იტოკში ჩემს აზრშივე გამომაქ დასკვნა რომ ამ სამივე ნაკრებს გადავუვლით, აი მერე რა იქნება მერე ვნახოთ
ემირი
03:30 04-09-2018
4
Kacharavas gamozaxebas mamamisi gamogezaxat jobda is ufro itamashebda
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული