ვლადიმირ ვაისი: შეიძლება ქაღალდზე ფავორიტები ვართ, მაგრამ ყველაფერი მოედანზე წყდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთში გამგზავრებამდე პრესკონფერენცია გამართა.

ვაისმა ყურადღება მეკარის პოზიციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისთვის ნომერი პირველი მეკარე ნაკრებში გიორგი ლორიაა.

"ამჯერად ისეთი ფეხბურთელები გამოვიძახე, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს, თუმცა ლევან მჭედლიძე და თორნიკე ოქრიაშვილი იმიტომ ვარჩიე, რომ ისინი კლასით აღემატებიან უკეთეს ფორმაში გამოუძახებელ ფეხბურთელებს. ოქრიაშვილსაც და მჭედლიძესაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ და ისინი 100%-ით მზად არ არიან. მე ვფიქრობ, ისინი ლატვიასთან მატჩში უფრო გამოგვადგებიან.

ჩვენი მიზანია, ჯგუფი მოვიგოთ. შემდეგ რა იქნება, ამას ვნახავთ. ჩვენს მეტოქეებსაც იგივე
მიზნები აქვთ. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ ყაზახეთთან მატჩისთვის. მხოლოდ რამდენიმე დღეა მზადებას ვახერხებთ, ხოლო ყაზახეთში მთელი საფეხბურთო ტური გააუქმეს და სტოილოვი თავის შეგირდებს მთელი კვირაა ამზადებს. ჩვენ შეიძლება ქაღალდზე ფავორიტები ვართ, მაგრამ ყველაფერი მოედანზე წყდება.

ხელოვნურ მინდორზე თამაში არ იქნება ჩვენთვის გამართლება. ზოგს უჭირს ხელოვნურ საფარზე ასპარეზობა, რადგან ტრავმირებულები იყვნენ, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები გამოცდილები არიან, მათ არაერთხელ მოუწიათ მსგავს მინდორებზე ასპარეზობა. თორნიკე ოქრიაშვილმაც, მაგალითად, თქვა, რომ ის მზად არის, ყაზახეთში ითამაშოს და ხელოვნური ბალახი პრობლემას არ წარმოადგენს.

ყველაზე უკეთესად ყაზახეთის ნაკრებს ვიცნობ. ასევე მეტოქის მწვრთნელიც კარგად იცნობს ჩემს ტაქტიკას და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ის ფაქტორები გავანეიტრალოთ, რაშიც ყაზახები ძლიერები არიან.

გიორგი მაკარიძემ ზურგის ოპერაცია ჩაიტარა და დიდი ხანი გამოაკლდება ნაკრებს, თუმცა ამჟამად ჩემთვის ნომერი პირველი არის გიორგი ლორია, იმის მიუხედავად, რომ ის თავის გუნდში არ თამაშობს. მე ვესაუბრე მას და მითხრა, რომ მზად არის. ვფიქრობ, მისი გამოცდილება და კლასი საკმარისი იქნება, რომ ამ ორ მატჩში ვენდო.

სამწუხაროდ, თავდასხმის ხაზი არ არის სათანადოდ მზად. ამიტომ, თუ ამ ორ შეხვედრაში ცვლილებები იქნება, ძირითადად, ამ პოზიციას დაეთმობა", - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ყაზახეთში 5 სექტემბერს გაემგზავრება და 6 სექტემბერს ერთა ლიგის პირველ მატჩს გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altსაქართველოს ნაკრები ერთა ლიგისთვის სამზადისს შეუდგა [VIDEO]

altმეკარეების დიდი კონკურენცია საქართველოს ნაკრებში - ვინ იქნება პირველი ნომერი?

მკითხველის კომენტარები / 40 /
ლორია,როინი,მაკარიძე.კაკაბაძე,კვირკველია,კანკავა,კაშია,ნავალა,დვალი.გვილია,აბურჯანია,ლობჟანიძე,ჩაკვეტაძე,პაპუნაშვილი,არაბიძე.ქვილითაია,ბეგლარიშშვილი,ყაზაიშვილი,ოქრიაშვილიკ იტეიშვილი,ჯიღაური და ერთი სამი ვინმე და ეგაა.მჭედლიძე კიდე ჰა ჰაჯანდაბას(კაჭარავა,დვალიშვილი,არაბული ,არველაძე ნაღდად არაა საჭირო ამჟამად)
euhh
17:33 05-09-2018
0
რაო რას ბჭობთ? მიხვდა ვაისი, ქაღალდზე დარჩება თქვენი ფავორიტობა,ხვალ მინიმუმ 2 გოლს შეგიგდებენ და მორჩა თამაში
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული