საქართველოს ნაკრებს ახალი საშინაო ფორმა აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების ახალი საშინაო ფორმა წარადგინა.

სფფ-მ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის ყურების შემდეგ ადრენალინს გამოჰყოფთ.

აღნიშვნის ღირსია ფორმის ახალი დეტალი - მხრებზე მაისურას სამი შავი ზოლი აქვს.

დიდი ალბათობით, ახალი ფორმით ნაკრები ერთა ლიგის პირველ საშინაო მატჩში გამოვა, რომელიც 9 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ჩვენი მეტოქე ლატვიის ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უკვე გაემგზავრა ყაზახეთში და 6 სექტემბერს ერთა ლიგის პირველ მატჩს 18:00 საათზე გამართავს.

altყველა ჯანმრთელადაა - საქართველოს ნაკრები ყაზახეთში გაემგზავრა

მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა თქვენ იცი ბიჭება გაახარეთ საქართველო და ქართველი ხალხი
valerian
12:59 05-09-2018
0
მეგობრებო თქვენი არ ვიცი მაგრამ მჯერავს საქართველოს ნაკრების, ოქრიაშვილი იმედია ძირითადში იქნება, ის და კანკავა ვფიქრობ ძირითადი ბირთვია ჩვენი გუნდის... წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ვაჟკაცებს და მჯერა გვასახელებენ❤️
ჩორნა
16:12 05-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული