"პოსტსაბჭოთა სივრცის 7 ტალანტი" - ყაზახები გიორგი ჩაკვეტაძეს უფრთხიან

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ყველა ყაზახურმა სპორტულმა გამოცემამ მკითხველს ჩვენი გუნდის შესახებ მოუთხრო და აღინიშნა, რომ განსაკუთრებულ ხიფათს ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძისგან უნდა ელოდონ.

"ნახევარდაცვაში გიორგი ჩაკვეტაძეა გამორჩეული - შესანიშნავი ქართველი ტალანტი, ბელგიური "გენტის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, რომელსაც ნათელი გონება აქვს. ამ ბიჭს მართლა შეუძლია გატანჯოს ჩვენი დაცვა, - აღნიშნავს "პროსპორტი".

ამ პორტალზე გამოქვეყნდა წერილი - "პოსტსაბჭოთა სივრცის 7 ტალანტი", ამ შვიდეულში ჩაკვეტაძეა შეყვანილი და ასეა დახასიათებული:

"საქართველოში ყოველთვის იყვნენ ტექნიკური შემტევი ფეხბურთელები, ამის პრობლემა არასოდეს არ ჰქონიათ და
ახალი ტალანტების გამოჩენა არ გვაოცებს. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩაკვეტაძის გარდა საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ გიორგი არაბიძეზე, რომლის კარიერა დონეცკის "შახტარში" არ აეწყო.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, სანამ "გენტში" გადავიდოდა, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია ამბობდა, რომ მისი სამსახურით "ტოტენჰემი", "ბაიერი" და "ჰოფენჰაიმი" იყვნენ დაინტერესებულნი. თუმცა, "გენტი" და ბელგიის ჩემპიონატი მისი კარიერისთვის იდეალური სასტარტო მოედანია, სადაც თამაში კევინ დე ბრიუნემ დაიწყო.

"გენტში" სადებიუტო სეზონში მან 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ნაკრებში გამოიძახეს და მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის იმედები გაამართლა - ლიეტუვას გოლი გაუტანა".

იმედია, გიორგი არც ყაზახებს არ "დასწყვეტს გულს" და მათაც გაუტანს გოლს.

რაც შეეხება შვიდეულის სხვა ფეხბურთელებს, ესენი არიან: ვიქტორ ციგანკოვი (კიევის დინამო), ელდორ შომორუდოვი (როსტოვი), ალეკსანდრ გოლოვინი (მონაკო), ვაან ბაჩახჩიანი (ჟილინა), ანდრეი ლუნინი (ლეგანესი) და ერკებულან სეიდახმეტი (უფა). ნუ, როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დავობენ...

altვლადიმირ ვაისი: აქ ქალაქის დასათვალიერებლად კი არა, გამარჯვებისთვის ჩამოვედით

altsports.kz: საქართველოდან ომახიანი მარშის ხმა ისმის, თუმცა მათ საერთაშორისო სარბიელზე ვერაფერს ვერ მიაღწიეს

მკითხველის კომენტარები / 12 /
რა სეიდახმეტი :D რა უბედურ დღეში არიან))))) ეგეთები გვყავს ასი))))) უფაში 1 თამაში არ უთამაშია :დ
Tbiliseli
22:54 05-09-2018
1
კი მეგობარო ლიეტუვა დაერქვა როგორც ჩვენ საკარტველოს გვეზახიან ლიეტუველები))) ჩვენა პარლამენტებმა დაადგინეს ესე
soso
01:05 06-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული