ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე ანშლაგი იქნება

AutoSharing Option
ხვალ, 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაში ჩაებმება და სტუმრად ყაზახეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სტადიონზე ანშლაგს ელოდებიან. როგორც ყაზახეთის ნაკრების პრესსამსახურში გვითხრეს, 27 000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია. ცნობისათვის, "ასტანა არენა" 30 200 ადამიანს იტევს.

მატჩის შესახებ ინფორმაცია მთელს ქალაქშია გამოკრული: სავაჭრო ცენტრებში, ქუჩებში, შენობებზე და ტრანსპორტში.

მოლოდინი საკმაოდ დიდია, ხალხი ერთა ლიგის დაწყებას ელოდება. მოკლედ, ყაზახეთის ნაკრებს გულშემატკივრობა არ მოაკლდება და სავარაუდოდ სტადიონი ბოლომდე გაივსება.

მატჩზე დასასწრებად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩამოსულია 25-მდე ქომაგი,
ამავდროულად გარკვეული მოლოდინია იმ ქართველების მხარდაჭერისა, ვინც ასტანაში ცხოვრობს.

altვლადიმირ ვაისი: აქ ქალაქის დასათვალიერებლად კი არა, გამარჯვებისთვის ჩამოვედით

altყაზახეთი-საქართველოს მატჩი ისტორიაში შევა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვა რა ვიდზეა ნახე, იმედია 75, 80 წუთის მერე სტადიონი ნელნელა დაიცლება. ჯილკიანად ბიჯებო წინა წელს ირლანდიასთან ნათამაშები პირველი ტაიმი და უელსთან ნათამაშები მეორე ტაიმი გასვლაზე რო იბურთავეთ საკმარისზე მეტი იქნება
ემირი
21:17 05-09-2018
0
ანშლაგს აქ ვაჩვენებთ ყაზახებს
ultranationalist
22:26 05-09-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული