ვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ მატჩში სტუმრად ყაზახეთის დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"ეს პირველი თამაში იყო და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. იყო რა თქმა უნდა შეცდომები, რადგან ფეხბურთელთა ნაწილი ბოლომდე არ იმყოფებოდა სასურველ ფორმაში. გამოვყოფდი გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა.

ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ და არ გვქონდა პრობლემები. ეს ყველაფერი ამ მატჩს თან ახლდა და ჩვენ მათი გამოსწორება გვმართებს. აუცილებლად უნდა გავზარდოთ სათამაშო ხარისხი
და მეტი დრო დავუთმოთ შეცდომებზე მუშაობას.

ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, ერთი წელია უთამაშებელია და ამიტომ ვერ მოხვდა განაცხადში. მე ვიცი მისი შესაძლებლობები და ის საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მე მის ფორმაში შესვლას ველოდები.

მე არ ვარ სტანიმირ სტოილოვის მოწინააღმდეგე, მე ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. სტოილოვი დამარცხდა, თუმცა იყო მომენტები, როცა მისი გუნდი თამაშში გვჯობდა. სასიხარულოა, რომ ჯგუფის მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ.

ჩვენ მხოლოდ ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად, ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. მაგალითად გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ამერიკიდან ჩამოვიდნენ, ამხელა გზაზე მგზავრობის შემდეგ კი კარგად იასპარეზეს.

თბილისში გამოვემგზავრებით და მომავალი შეხვედრისთვის სამზადისს შევუდგებით. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ წინ ლატვიასთან მატჩი გველის და ემოციები დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ. ფეხბურთს უხდება ემოციები, თუმცა გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში გველის და ახლა ამისათვის არ გვცალია".

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
ვაისმა მოიგო ძმაო ეს თამაში, რა გჭირთ თქვე დაუნახავებო ჰა? ხო მოვიგეთ ხო გაგიხარდათ?! რა კომენტარებია რა სურვილებიაა!! რას იბოღმებით რაგაც შურიანი ახვრებივით, წინ საქართველო!! კიდე მოვიგებთ და საერთოდ ჩვენია ეს თასი!! იყო შეცდომები, იყო ვაისისაც შეიძლება და ფეხბურთელებისაც მაგრამ შედეგი დაიდო! გამოსწორდება შეცდომაც, ჩვენ კარგი სურვილის მეტი არაფერი შეგვიძლია და ეგ მაინც ვქნათ...))
asaqsdasa
07 სექტემბერი 2018 09:05
3
გილოცავთ, ჩაკვეტაძე არის გენიოსი, ყველა კარგები იყვნენ თუმცა ნავალოვსკი მატჩის საუკეთესო იყო. მერებაშვილმა კიდე ადგილი დაუთმობს ახალგაზრდებს, ერთი ნორმალური პაში ვერ გააკრთა. ლატვიას 3 ბურთიანი სხვაობით მოვუგებთ მინიმუმ. ერთხელ უკვე გადავაგლიჯეთ ბურთი თავზე და არც ახლა იქნება ნაკლები.
Ld
06 სექტემბერი 2018 23:12
4
Es kaci nakrebs atamashebs da sheeshvit bolosdabolos
Buba
06 სექტემბერი 2018 23:43
5
გაუმართლა მწვრთნელს აშკარად მაგარი ბანძი გადაწყვეტილება მიიღო მერებას დაყენებითაც, მერე ცენტრფორვარდის გარეშე დატოვა გუნდი 30 წუთით ადრე და რომ არა ჩაკვეტაძე შეიძლება წაგვეგო იმიტო რო დაგვაჯდებოდნენ მაგრად. მეორე გოლის მერე რო ჩაკვეტაძე ეგრევე გაიყვანა დარწმუნებული ვარ მანამდე ქონდა გადაწყვეტილი და 1-0ზე აპირებდა ჭიდაობას. პ.ს ვულოცავ ბიჭებს და წარმატებებს ვუსურვებ ყოველთვის
ბობ
06 სექტემბერი 2018 22:08
11
იყო გასაკვირი, მაგრამ ფაქტია არ მისდიოდა ბურთი ქვილითაიას. უკანაც ჩამოდიოდა, მაგრამ არ ჩანდა პასის მიმცემი. ეს მერება კიდევ მატაობდა, არც პასი უვარგოდა და არც სისწრაფე. ამიტომ ვინმეს ინდივიდუალურად უნდა გაეტანა და ასეც მოხდა.
: )))))))
07 სექტემბერი 2018 01:20
0
დასაკარგი არავინ არ გყავს არც მერაბა და არც სხვა, მაგრამ ფაქტია რომ ამ თამაშშისთვის აშკარად არ იყო ფორმაში,ჩემი აზრით ფიზიურად არ იყო მზად, მოემზადოს მოუმატოს და ისევ დააბრუნონ, ნაკრები ისეთი რამეა რომ ხან იქნები 11 კაცში ხან არა
SOLO
07 სექტემბერი 2018 11:40
0
ზძალიან მიკვირსზოლმე როცა ნავალოვსკიზე სწერენ ნაკრების სუსტი წერტილიაო. ყოველთვის ყველაზე მოძრავი და მებრძოლია არც კლასის ნაკლებობას უჩივის და ახალგაზრდულ შემადგენლობაში ყოველთვის საჭიროა ერთიორი ამ ასაკის ლიდერი ფეხბურთელის ყოლა გუნდს სტიმულს და თავდაჯერებას მატებს. ამ დროისათვის ნავალოვსკი გუნდის ლიდერად მიმაჩნია,მინსკის დინამო საკმაოდ კარგი გუნდია მთავარია მალე ძირითადში ადგილი დაიმკვიდროს გიორგიმ. ასევე ძალიან ჭკვიანი და ორიგინალური ფეზბურთელია კვეკვესკირი. მიკვირს რომ არ დაინტერესდნენ აქამდე მისით ევროპოლი გუნდები. ნამდვილად ცოდოა ასეთი ტალანტი ტობოლში იყოს ჩაკარგული. ცოტაც ბიჭებო და წლის ბოლოსათვის ჩვენი ნაკრების 5-6 ფეხბურთელის ფასი ტრანფერმარკეტე გაორმაგდება და უკეთეს გუნდებში გადავა ბევრი ახალი სეზონიდან.
იაგო
07 სექტემბერი 2018 08:45
3
გილოცავთ. სულ გამარჯვებებით გვევლოს.
რა თქმა უნდა იყო შეცდომები, მაგრამ მე მგონი ვჯობდით. კი გვაწვებოდნენ, მაგრამ გაუზარებლად. მომენტები შემთხვევით იქმნებოდა. კარგი გუნდი რა თქმა უნდა მოგვიგებდა. ისე მოედნის ბრალიც ბევრი იყო, თუნდაც მერაბას შეცდომები ძირითადად მოედნის ბრალი იყო, თან მე როგორც ვიცი პოლონეთში მარცხნივ თამაშობს. მარჯვენა ნახევარმცველი და შემტევი მაგრა გვიჭირს. მოკლედ არავის გაკრიტიკება არ მინდა, მთავარია ლატვიათან მშვიდად მოემზადონ.
პ.ს. ყველას შევახსენებ ლატვია ჩვენთვის თარსი გუნდია. თუნდაც ქეცბას დრო გაიხსენეთ. ჩვენ საჯარიმოში არ შემოსულან, კარში არ დაურტყამთ და 1:0 მოგვიგეს. ლორიამ რომ შეგდო თავის კარებში. არადა მაშინაც "პადიომზე" ვიყავით.
ჰაჰა
07 სექტემბერი 2018 10:44
0
ძმებო ყველას გილოცავთ. ყველაზე სწორი რაც ვაისმა თქვა ისაა, რომ ეხლა ემოციების დრო არ არის. წინ ლატვიაა 2 დღეში და ზედმეტი თავდაჯერებულობა არ ივარგებს. თან გვახსოვს რა უხერხული მეტოქეა ლატვია. თბილისში მოგებული ერთხელ აქვთ მაგათ შესარჩევი მატჩი. იმედიანად, მაგრამ ფრთხილად, ბიჭებო.
ფრთხილად
06 სექტემბერი 2018 23:31
2
მართალია მერებაშვილმა ჩააგდო თამაში მაგრამ არავინ არ ამახვილებს ყურადღებას იმაზე რომ ბუნებრივ საფარზე თამაშს მიჩვეულ ჩვენს აშკარად უჭირდათ მოძრაობა ხელოვნურ საფარზე. ჩემი აზრით საერთაშორისო თამაშები უნდა აიკრძალოს ხელოვნურ საფარზე. დარწმუნებული ვარ ბუნებრივ საფარი რომ ქონოდათ ყაზახებს გაცილებით დიდი უპპირატესობა გვექნებოდა მერებაშვილიც უკეთ გააკეთებდა პასებს და სხვებიც
იაგო
07 სექტემბერი 2018 08:36
2
გასაგებია მაგრამ რატომ არ შეცვალა ეგ მიკვირს მარტო ძირითადში რატომ დააყენა ეგ კი არა
არა
07 სექტემბერი 2018 15:10
0
ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას და მადლობა ბიჭებს.
ისიც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით ამ თამაშში და იმედია მომავალ შეხვედრებში მაქსიმალურად გამოასწორებენ.
ფიზიკური კონდიციები ისევ რჩება ერთ-ერთ მწვავე პრობლემად.
WTF
07 სექტემბერი 2018 09:57
0
ე ქუთაისელები რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ. ან დაცვა რას გავს, კვეკვესკირი-კაშიას დურტს ვგულისხმობ, ან მეკარე, ან ნახევარდაცვა და თავდასხმა. კანკავა და ჩაკვეტაძე. ამას, ამდენ შეცდომას, განსაკუთრებით დაცვაში ევროპული გუნდი არ გაპატიებთ, კვერკველია , გუნდში რას შვრება არ ვიცი, ნაკრებში დირკაა და დღესაც გამოჩნდა.გოლის გამტანი არაა გუნდში, უფრო სწორედ არ უნდათ მგონი. ზარანდიას და ლობჟანიძეს კაცი დატოვებდა? გაიხარე ჩაკვე- შვილო, შენ დიდი მომავალი გაქ.
ვასო
06 სექტემბერი 2018 23:50
72
კბილი გტკივა, თუ სხვაგან გაწუხებს უცხო სხეული? ამდენი ბოღმა საიდან?
Uro
07 სექტემბერი 2018 06:48
1
რას ნიშნავს რა გეშველებოდათ ? შენ არ ხარ ამ ყველაფრის ნაწილი? ამას პატარა ბიჭი რომ წაიკითხავს ქუთაისელი თუ თბილისელი რა უნდა იფიქროს რომ სხვადასხვა ვართ ?
SOLO
07 სექტემბერი 2018 11:34
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული