ვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ მატჩში სტუმრად ყაზახეთის დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"ეს პირველი თამაში იყო და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. იყო რა თქმა უნდა შეცდომები, რადგან ფეხბურთელთა ნაწილი ბოლომდე არ იმყოფებოდა სასურველ ფორმაში. გამოვყოფდი გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა.

ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ და არ გვქონდა პრობლემები. ეს ყველაფერი ამ მატჩს თან ახლდა და ჩვენ მათი გამოსწორება გვმართებს. აუცილებლად უნდა გავზარდოთ სათამაშო ხარისხი
და მეტი დრო დავუთმოთ შეცდომებზე მუშაობას.

ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, ერთი წელია უთამაშებელია და ამიტომ ვერ მოხვდა განაცხადში. მე ვიცი მისი შესაძლებლობები და ის საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მე მის ფორმაში შესვლას ველოდები.

მე არ ვარ სტანიმირ სტოილოვის მოწინააღმდეგე, მე ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. სტოილოვი დამარცხდა, თუმცა იყო მომენტები, როცა მისი გუნდი თამაშში გვჯობდა. სასიხარულოა, რომ ჯგუფის მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ.

ჩვენ მხოლოდ ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად, ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. მაგალითად გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ამერიკიდან ჩამოვიდნენ, ამხელა გზაზე მგზავრობის შემდეგ კი კარგად იასპარეზეს.

თბილისში გამოვემგზავრებით და მომავალი შეხვედრისთვის სამზადისს შევუდგებით. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ წინ ლატვიასთან მატჩი გველის და ემოციები დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ. ფეხბურთს უხდება ემოციები, თუმცა გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში გველის და ახლა ამისათვის არ გვცალია".

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
იდიალურათ კი არა ცუდად ითამაშეთ, გაგვიმართლა რომ მოვიგეთ, არადა გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში, გუნდს თვითდაჯერება აკლია. შუაში ბუღთის დაჭერის ეშინიათ და მოცილებაზე არიან, გახსნაც ნაკლებათ ქონდათ თითქოს ერიდებოდნენ ბურთის მიღებას, მეტი მოძრაობა და თვითდაჯერება თუ იქნება მეტის მიღწევა შეუძლიათ
zmo
07 სექტემბერი 2018 13:53
9
ნახეთ რა შეფასება მისცეს ებრალიძეს პორტუგალიაში? ესენი კიდე არ იძახებენ. მერებას და ჯიღაურს, კიდე ერთ ორს ერთად აღებულს სჯობს. გაგიმართლა ვაის, მარა ეგრე არ ივარგებს
zvare
07 სექტემბერი 2018 14:31
7
მართალი ხარ!
შაკო
07 სექტემბერი 2018 11:13
0
ვუყურე ლატვია ანდორას თამაშს. ანდორა მასპინძელი რომ ყოფილიყო ლატვიას აუცილებლათ მოუგებდა იმდენად სუსტია ლატვია. ელემენტარულად კარში ვერ ურტყამენ ბურთს. ჩემი აზრით ეხლა მაინც უნდა დააყენოს ძირითადში ხოჭოლავა,კვასხაძე ან კუპატაძე, კიტეიშვილი, ტაბიძე კარგი იქნებოდა ხარაიშვილი და ლობჟანიძეც გამოეძახა და არა ის ფეხბურთელები ვინც ჯერ ისევ ფრთხილობს თამაშს არიქა ტრავმა არ გავიმიზეზოვო
იაგო
07 სექტემბერი 2018 08:52
11
AK WAVIKITXE NAKREBS ATAMASHEBS VAISIO DA SHEESHVITO, ETYOBA ESENI MARSE CXOVROBEN:)), VAISIC KOBIASHVILIC DA YVELA MUWUKI UNDA MOAZRO CHVENI NAKREBIDAN, YASNA SASIAMOVNOA ROM MOIGES, MAGRAM ME EGETI MOGEEBULI "GEEBIS" MXARDAMCHERI NAKREBIS AR MJERA RAGAC
სანდრო
07 სექტემბერი 2018 00:04
76
ნუ იბოღმები, მოეშვი და ფეხბურთით ისიამოვნე.
semi
07 სექტემბერი 2018 10:07
1
ბრეგაძევ, მძლივს ნაკრებმა მოიგო, შევირგოთ რა და ვუქომაგოთ, რომ შემდეგი თამაშებიც მოიგონ
შაკო
07 სექტემბერი 2018 11:15
2
ვულოცავ ნაკრებს, ბიჭებს და მთელ საქართველოს. მაგრამ, მაგრამ....სამწუხაროდ და გამგებმა გაიგოს. მერებაშვილი კარგი პიროვნება ჩანს,(თუმცა არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ), ერთერთი მაგრამ.. ზოგიერთებიც ნაკრებში რატომ არიან ვერ ხვდები...
გუსანი
07 სექტემბერი 2018 13:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული