ვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ მატჩში სტუმრად ყაზახეთის დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"ეს პირველი თამაში იყო და მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. იყო რა თქმა უნდა შეცდომები, რადგან ფეხბურთელთა ნაწილი ბოლომდე არ იმყოფებოდა სასურველ ფორმაში. გამოვყოფდი გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა.

ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ და არ გვქონდა პრობლემები. ეს ყველაფერი ამ მატჩს თან ახლდა და ჩვენ მათი გამოსწორება გვმართებს. აუცილებლად უნდა გავზარდოთ სათამაშო ხარისხი
და მეტი დრო დავუთმოთ შეცდომებზე მუშაობას.

ლევან მჭედლიძეს რაც შეეხება, ერთი წელია უთამაშებელია და ამიტომ ვერ მოხვდა განაცხადში. მე ვიცი მისი შესაძლებლობები და ის საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მე მის ფორმაში შესვლას ველოდები.

მე არ ვარ სტანიმირ სტოილოვის მოწინააღმდეგე, მე ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. სტოილოვი დამარცხდა, თუმცა იყო მომენტები, როცა მისი გუნდი თამაშში გვჯობდა. სასიხარულოა, რომ ჯგუფის მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ.

ჩვენ მხოლოდ ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად, ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ. მაგალითად გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ამერიკიდან ჩამოვიდნენ, ამხელა გზაზე მგზავრობის შემდეგ კი კარგად იასპარეზეს.

თბილისში გამოვემგზავრებით და მომავალი შეხვედრისთვის სამზადისს შევუდგებით. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ წინ ლატვიასთან მატჩი გველის და ემოციები დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ. ფეხბურთს უხდება ემოციები, თუმცა გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში გველის და ახლა ამისათვის არ გვცალია".

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
იდიალური შენც არ ხარ,ხედვა გაქვს რავიცი რაა,მერებას ბოლომდე ნდობა რით იო გამოწვეული ვერ ვიგებ ,კაცი პასს ვერ აკეებდა და მაგის ადგილზე კი მაგაზე ბევრად ძლიერები გესხდნენ,პაპუნა და არაბიძე
ასევე
06 სექტემბერი 2018 20:42
8
თუნდაც კიტეიშვილი
თორნიკე
06 სექტემბერი 2018 21:40
1
მთავარი შედეგია და ვულოცავ ნაკრებს, მაგრამ თამაში მოიგო ერთმა კაცმა - გიორგი ჩაკვეტაძემ. პირველ ტაიმში ლორიამ, კაშიამ, კვირკველიამ და ნავალოვსკიმ თითო ისეთი შეცდომა დაუშვეს, რომ შეიძლებოდა გოლის ფასად დაგვჯდომოდა.ძალიან სუსტად ითამაშა ყაზაიშვილმა. მერებაშვილი კიდევ სულ ,,მატაობით,, არის დაკავებული. ბლომად სამუშაო გვაქვს. ეხლა მთავარია ლატვია დავამარცხოთ თბილისში და დიდ ნაბიჯს გადავდგამთ.
: )))))))
06 სექტემბერი 2018 20:51
3
გილოცავთ გამარჯვებას ქართველებო ეს გამარჯვებამ ჩაკვეტაძემ გვაჩუქა ვაისმა შემადგენლობის დაყენებაში დიდი შედომებ დაუშვა მერაბაშვილის კვეკვესკირის და ლორიას ძირითადში დაყენებით კვეკვესკირმა ორი ისეთი შეცდომა დაუშვა ლამის გოლი შეგვიგდეს, მერაბაშვილი ვერც დარბის ვერც პასს აკეთებს ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ლორიამ ბურთი ისე მოიგერია ნავალოსკი რომ არა ცუდად წავიდოდა საქმე ,მაგრამ ცუდი ისაა რომ ვაისი ხედავდა მერაბიშვილის და კვეკვესკირის უნიათობას და ცუდ თამაშს და ჯიუტად არ ცვლიდა ეს არის დანაშაული ქართველების წინაშე თუ ვერ თამაშობს გამოცვალე როცა ქიტეიშვილი, პაპუნაშვილი და არაბიძეს თამაშის საშვალებას არ აძლევ ლორიას სათამაშო პრაქტიკა არ აქ ათამაშე კვასხვაძე, ხო ხედავ ბურთს ხელში ვერ იმაგრებს..ჩაკვეტაძემ გადაგარჩინა ვაის თორე განრისხებული ქართველების ლანძღვა-გინება არ დაგაკდებოდა ..გაითვალისწინე შეცდომები ვაის მომავალი თამაშისათვის..
საქართველოს გულშემატკივარი
06 სექტემბერი 2018 21:43
14
აუცილებლად, აბა რას ვიზამ. ოღონდ ერთი ის გამაგებინე, არაბიძე და პაპუნაშვილი კვეკვესკირის ადგილზე, ანუ საყრდენზე დავაყენო?
ვაისი
06 სექტემბერი 2018 22:50
4
პატივცემულო ,,ვაისს" თავს ნუ იკატუნებ გენაცვალე, კარგად იცი ვის მაგივრადაც უნდა დაგეყენებინა არაბიძე ან პაპუნაშვილი, ხოდა ისიც მშვენივრად მოგეხსენება, რომ კვეკვესკირის ადგილზე თადარიგში გვილია გყავდა. თუ მაგდენი არ იცი მაშინ ნუღარც კომენტარებს აკეთებ ფეხბურთის თემაზე.
გამარჯვება აღნიშნე, დალიე, გაიხარე და აცადე იმ ხალხს საუბარი ვისაც უნდა რომ ეიფორიაში არ ჩავვარდეთ(ბევრჯერ დაგფვმართნია ეს), რომ ეს ერთი გამარჯვება მომავალში ათასად გვექციოს, რომ დალევის და სიხარულის საფუძველი არც მომავალში მოგაკლდეს!
ძალად ,,ვაისს"
07 სექტემბერი 2018 13:08
0
როგორ გამახარეთ ბიჭებო,უდიდესი მადლობა თქვენ ყველას.

ვაისს მერებაშვილის მაგივრად 10 წუთი მაინც მიგეცა არაბიძისთვის რა დაშავდებოდა
giiga
06 სექტემბერი 2018 22:10
2
იდეალურად არამაგრამ ასეთი იდეალურთან მიახლოებული შემადგენლობაც მინიმუმ 10 -15 წელია ალბათ რაც არ გვყოლია! თან რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში უთამაშებელი ფეხბურთელებიც არაგვყავს! ფაქტიურად ყველას ეძლევა საშუალება გუნდში თამაშის და ამან შედეგი არ გამოიღოს არ მჯერა:დ ჩაკვეტაძე კი ალბათ ბოლო დროის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია,რომელსაც ტექნიკაც აქვს,პასიც თავის დროზე იცის , თავდახრილი არ დარბის ბურთან ერთად და მოედანს აკონტროლებს და რაც მთავარია მონდომებული და ნიჭიერია და კიდევ ერთი მას ქართული სენი არ შეეყრება და დიდ ფეხბურთს ითამაშებს!
ლევანი
06 სექტემბერი 2018 21:42
1
შეცდომაა მერებაშვილის ძირითადში თამაში, პაპუნაშვილი ბევრად მაგარი კანდიდატურაა რით იმსახურებს მერებაშვილი ვერ ვხვდები
lasha
06 სექტემბერი 2018 21:24
3
მერებაშვილი ერთერთი უსუსტესი იყო ნაკრებში და სამწუხაროდ რჩება ასეთად, ფიზიკური და ტაქტიკური აზროვნების დეფიციტი კი უმრავლესობას რჩება, ჩაკვეტაძეს კი პოტენცია ნამდვილად ეტყობა განსაკუთრებით აზროვნებაში და მიხარია.
გუსანი
07 სექტემბერი 2018 13:39
0
მეც ვფიქრობ რატომ არ შეცვალა მერაბიშვილი, მხოლოდ ერთ აზრამდე მივდივარ, რომ ვაისი უპირატესობებს თანდათან გამოიყენებს და პირველივე შესაძლებლობაზე არ გაამჟღავნებს ნაკრების სრულ სახეს და ძლიერებას. ისე კი დღეს მართლა ჩაკვეტაძემ გვიშველა.
ილო
06 სექტემბერი 2018 22:14
2
ყველას უკვირს რატომ დააყენა ვაისმა მერებაშვილი სასტარტოში ან შემდეგ რატომ არ შეცვალა, მეც მათ შორის ვარ და არ ვეთანხმები მწვრთნელს. ერთადერთი აზრი მიჩნდება, ალბათ დაცვითი ფუნქციების შესრულებით მერებაშვილი სხვებს ჯობდა მის პოზიციაზე, და ვაისის დაცვითი ტაქტიკიდან გამომდინარე მერება არჩია სხვებს.
dat
06 სექტემბერი 2018 23:38
0
იქითა ფლანგიდან ჭირდებოდა ჩაწოდებები ქვილითაიაზე. ანუ, მარჯვენა ფრთაზე მარჯვენა ფეხბურთელი (რომელიც კი არ შეიწევს ცენტრში, არამედ ჩააწვდის), უბრალოდ მერება აღმოჩნდა რო ვერ აწოდებს. ამასობაში კი გავიდა ტაიმი და მერე მიმდინარეობისას გამოჩნდა რო ლოგიკური იყო აღარ შეეცვალა. ჩაკვეტაძე და ქვილითაია ორივე უნდა შეეცვალა და წინასწარვე იცოდა (დასვენებისთვის ჩაკვე, ქვილითა ჯერ მეტს ვერ ქაჩავს). ყაზაიშვილს შეიძლება არც დააწყებინოს ლატვიასთან, მაგან და კაშიამ დედამიწას შვიდჯერ შემოუფრინეს ამ ხუთ დღეში.
Fabio Capello
07 სექტემბერი 2018 01:12
0
ყველა გამოხმაურება
ხალხო, წინა შესარჩევზე რა თამაშები ჩაატარა ნაკრებმა გაიხსენეთ, ყველაფერში თითქმის ვაჯობეთ სერბეთს,ირლანდიას ავსტრიას უელსს,მაგრამ ტაბლოზე ანგარიშების გამო შპაგატში ჩაჯდა ნახევარი საქართველო, ნეტა მოეგოთ და ცუდათ ეთამაშათო, გუშინ ვერ ააწტვეს ბიჭებმა თამაში მაგრამ 0:2 დააფიქსირეს, 2 დღის შეკრებილ ნაკრებს რომლებმაც ზოგმა 16 საათი იფრინეს ზოგი სტადიონიდან პირდაპირ ჩამოფრინდა მეტს რას თხოვთ?როცა ყაზახეთის ლამის პრეზიდენტიც კი 1 კვირა რეჟიმში ცხოვრობდა და ემზადებოდა:)) ხელოვნური სტადიონი და მოჭიდავე ყაზახები გუშინ ბიჭებმა ზეციდან დაბლა დაუშვეს და დაუმტკიცეს რო საქართველო არის ლიდერი დ ჯგუფის
Gega
07 სექტემბერი 2018 10:17
0
ერთი ბურთი ვერ ააცილა მცველს მერებაშვილმა, რომ ჩაეწოდებინა საჯარიმოში არვიცი რატომ არ ათამაშა პაპუ ან არაბიძე
არა
06 სექტემბერი 2018 21:22
3
ვაისის ბრალი იქნებოდა რო წაგვეგო. ნავალოვსკის ადგილზე თემურ ჭყონიას უნდა ეთამაშა, კანკავას ნაცვლად იური გაგარინს. ბუტროს ბუტროს გალი რომ სკამზე გეყოლება და ლორიას ათამაშებ ის მწვრთნელი გასაგდებია.
აქაური ექსპერტი
06 სექტემბერი 2018 23:18
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული