"ფეხბურთი არის გუნდური სპორტი და თითოეული ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია. გურამ კაშიას გუნდში ყოფნა აუცილებელია, ის ძალიან კარგი ადამიანია და ყველა გვერდში ვუდგევართ. მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვართ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
ყაზახეთთან 3 ქულის მოპოვება შევძელით და ეიფორიაში არა ვართ. პირიქით, წინა შეხვედრის შემდეგ კარგ განწყობაზე ვართ და გუნდი საბრძოლველად მზადაა. ვაცნობიერებთ იმას, რომ რთული თამაში იქნება, თუმცა მობილიზებულები ვიქნებით.
მინდა ქომაგებს მადლობა გადავუხადო ყაზახეთში მხარდაჭერისთვის და
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ლატვიას მატჩი 9 სექტემბერს "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
ვლადიმირ ვაისი: მე როგორც მწვრთნელი გურამ კაშიას გვერდში ბოლომდე დავუდგები