ლატვიელების მწვრთნელი: ხვალ ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა გეგმა გაგვაჩნია და ვნახავთ, როგორ შევასრულებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეტოქის, ლატვიის მთავარმა მწვრთნელმა მიკსუ პაატელაილენმა  ერთა ლიგის მეორე ტურის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

- საქართველოს ნაკრები ფანტასტიკური გუნდია, მე ვუყურე ყაზახეთთან მატჩს და ცოტა დაცვითი ფეხბურთის თამაში მოუწიათ. თუმცა, მათ ჰყავთ ძალიან კარგი შემტევები და გუნდი კომპაქტურად თამაშობს. ხვალ ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა გეგმა გაგვაჩნია და ვნახავთ, როგორ შევასრულებთ.

ქართველებს ჰყავთ საკმაოდ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები: ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე და კანკავა. ამავდროულად გყავთ ძლიერი ცენტრალური მცველები - გურამ კაშია და საბა კვირკველია. ჩვენ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ დისციპლინირებულად, გუნდურად და
აუცილებლად უნდა გავანეიტალოთ ყველა საფრთხე, რაც საქართველოს ნაკრებისგან წამოვა.

მე როცა ფინეთის ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ჰელსინკიში შეხვედრა 2:2 დასრულდა, თბილისში კი გავიმარჯვეთ. მაშინაც საქართველოს კარგი გუნდი ჰყავდა და ამჯერადაც ძლიერები არიან. თქვენი გულშემაკივრები ძალიან ემოციურები არიან.

ვლადიმირ ვაისი შესანიშნავი მწვრთნელია, ჭკვიანი. მისი მონახაზი ვნახე ყაზახეთთან - ძალიან კარგი იყო.

ანდორასთან თამაში და საქართველოსთან დაპირისპირება - ორი სხვადასხვა მატჩი იქნება. ხვალ ჩვენ სულ სხვანაირად მოგვიწევს თამაში, უნდა შევეცადოთ ბურთის ფლობას და გავაკეთოთ ბევრი ზუსტი პასი. ჩვენ გაცილებით ძლიერი დაცვა უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს ანდორასთან იყო და სულ სხვა სახის ტაქტიკა უნდა ავირჩიოთ.

ლატვიას უკეთ თამაში შეუძლია. უკან მოხედვას აზრი არა აქვს. ხუთშაბათს თამაში არ გამოგვივიდა, შევეცდებით ხვალ გამოგვივიდეს".

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ლატვიას მატჩი 9 სექტემბერს "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

altვლადიმირ ვაისი: მე როგორც მწვრთნელი გურამ კაშიას გვერდში ბოლომდე დავუდგები

altგიორგი მერებაშვილი: მოდით სტადიონზე და ერთად დავამარცხოთ ლატვიის ნაკრები

altვენი, ვიდი, ვიცი - ქალაქი ასტანა და ყველა ემოცია, რაც ყაზახეთიდან გამომყვა




მკითხველის კომენტარები / 5 /
კვასხვაძე დააყენოს აჯობებს ამ ეტაპზე, კარგ ფორმაშია თან.
გვილია სასტარტოში, ალბათ მერებაც, მიუხედავად ყველაფრისა
დომენტი
19:05 08-09-2018
14
Merebashvilis kargi natamashebi nakrebshi me ar minaxia da klubshi j klasis gundebtan ras shveba ar mainteresebs. Unda mieces shansi arabidzes da moashoret es arafris maqnisi dzveli narodi nakrebs. Ragadros merebaa.
Roma
10:27 09-09-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული