03:15 09-09-2018
კახა კალაძე - თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე გადავდოთ- პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი[VIDEO]
AutoSharing Option
„ხვალ, ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასურველი შედეგით ჩატარებული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტის საწინდარი შეიძლება გახდეს. თუ ეს წარმატება გვინდა, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ- პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი. ყველაფერი ის, რაც სპორტისგან, ფეხბურთისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე გულშემატკივრებს მოუწოდა, ჩაიცვან ნაკრების მაისურები და ქართული დროშა ააფრიალონ.
„მგონია, რომ არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში, პირიქით, დავანახოთ მსოფლიოს არა ერთმანეთის გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა. მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ მატში. მგონია, რომ ბევრი ადამიანი მოვა თამაშზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ხვალინდელ შეხვედრაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება. როგორც ცნობილია, „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.
ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კაი რა... რაღა ამ დროს მოგინდათ აქციის ჩატარება!? კი ბატონო არასწორად მოიქცა კაშია, წინდაუხედავად, მაგრამ აქამდე სად იყავით, მაინც ასეთ მნიშვნელოვანი მატჩის წინ უნდა დააგლიჯოთ ხალხს ნერვები!?
13
0
Martali xar dzmaoo .. yvelaferi unda gverdze gadavdot da gverdit davudget chvens nakrebs da saqartvelos. Me mjera bichebis mat sheudzliat usagvro sixaruli mogvanichon qartvel ers sruliad ... tqventan var sulit da gulit italiidan..
11
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული