კახა კალაძე - თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე გადავდოთ- პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის მერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ლატვიის გუნდთან შეხვედრის წინ გულშემატკივრებს მიმართა.

„ხვალ, ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასურველი შედეგით ჩატარებული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტის საწინდარი შეიძლება გახდეს. თუ ეს წარმატება გვინდა, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ- პოლიტიკური პოზიციაც, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი. ყველაფერი ის, რაც სპორტისგან, ფეხბურთისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე გულშემატკივრებს
მოუწოდა, ჩაიცვან ნაკრების მაისურები და ქართული დროშა ააფრიალონ.

„მგონია, რომ არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში, პირიქით, დავანახოთ მსოფლიოს არა ერთმანეთის გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა. მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ მატში. მგონია, რომ ბევრი ადამიანი მოვა თამაშზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ხვალინდელ შეხვედრაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება. როგორც ცნობილია, „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და გურამ კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
ქართული ფეხბურთიიიიიიიიიიიიიიიი. ორ სიტყვიანი ანიგდოტიიიიიიიიი ::::))))))))
რა მნიშვნელობა ააქვს
09 სექტემბერი 2018 13:10
14
მეგობარო ზველი რადაობაა ეგ უკვე და დრომოჭმული, ვისაც გვჯერა გაგვატარე, შეეშვი შენ და უყურე რაგბს, ხო ვიგებთ სულ, ხოდა უყურე
მე
09 სექტემბერი 2018 13:34
4
აუ როგორ მომაბეზრეს თავი ამ ქართულ სახელს ამოფარებულმა რუსული საქმის მკეთებელმა ორგანიზაციებმა ქართულმა მარშმა,ქართულმა ოცნებამ,პატრიოტთა ალიანსმა ვითომ ნაციონალურმა მოძრაობამ დ...........
ბაჩო
09 სექტემბერი 2018 12:36
5
თუ რუსული საქმეა ქართული გენის გახრწნისა და გადაშენებისაგან გადარჩენა,ბარაქალა რუსებს,მაგრამ შენ ეს გჯერა?იქნებ თავისი შვილები უფრო ედარდებათ მაგ ხალხს?რატომ მაგაზე არ ფიქრობთ?
სოსო
09 სექტემბერი 2018 17:26
2
*დავანახოთსხვას რომ ერთად ვართო*...სხვის დასანახად კიარუნდა ერთად დგომა,საკუთარ თავთან უნდაიყო მართალი და რასაცვაკეთებთ სხვის დასანახად კიარუნდა ვაკეთოთ....აღარ გავაგრძელებ მეტს. პ.ს.ვისაც გეოგრაფიული მდგომარეობა უწყობს ხელს,სტადიონზე მართლა უნდამივიდეს...
euhh
09 სექტემბერი 2018 12:22
0
დამბურძგლა მე ვიყო ს...
roma
09 სექტემბერი 2018 10:32
0
შენ ჭკუა შენს "კორიშს", კობიაშვილს ასწავლე! კაშია კი სჯობს სახლში დაეგდოს და ძალიან ბევრს ნერვებს ნუ უშლის.
zurab
09 სექტემბერი 2018 10:16
16
Martali xar dzmaoo .. yvelaferi unda gverdze gadavdot da gverdit davudget chvens nakrebs da saqartvelos. Me mjera bichebis mat sheudzliat usagvro sixaruli mogvanichon qartvel ers sruliad ... tqventan var sulit da gulit italiidan..
Nikoloz
09 სექტემბერი 2018 10:09
0
კაი რა... რაღა ამ დროს მოგინდათ აქციის ჩატარება!? კი ბატონო არასწორად მოიქცა კაშია, წინდაუხედავად, მაგრამ აქამდე სად იყავით, მაინც ასეთ მნიშვნელოვანი მატჩის წინ უნდა დააგლიჯოთ ხალხს ნერვები!?
მხოლოდ ბათუმი, მხოლოდ დინამო
09 სექტემბერი 2018 08:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული