ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა.

გილოცავთ!

ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა "დინამო არენაზე". ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.

რაც შეეხება "ჯვაროსნებს", ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭ
არავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს
არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს.

სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.

მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.

პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

ერთი სიტყვით, ასეთი თამაშით ჩვენი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევდა და რაღაც იყო შესაცვლელი. თუმცა, შესვენებაზე ვაისმა არავინ შეცვალა და თამაშის სურათი არ შეცვლილა - ისევ იერიშები, ისევ ერთფეროვანი და ისევ ხიფათის გარეშე. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი შანსი გოლის გატანისა ბალტიისპირელთა მიერ შეცდობის დაშვება იყო, მაგრამ ისინი შეცდომას არ უშვებდნენ.

თანდათან ჩვენი გუნდის კომბინაციები კიდევ უფრო ქაოტური გახდა, მოწინააღმდეგემ შეტევებისათვისაც მოიცალა და 59-ე წუთზე გუტოვსკისის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო.

შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა - 65-ე წუთიდან ჩვენმა გუნდმა დაწოლა გააძლიერა: ყაზაიშვილმა შორიდან სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, მერე ოქრიაშვილს არ დაანება ვანინსმა გოლის გატანა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მსაჯმა კაჭარავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა. კანკავამაც ვერ უწია მიზანს.

დრო კი უმოწყალოდ გადიოდა.

და 76-ე წუთზე ჩაკვეტაძემ პენალტი აიკიდა. ის მაქსიმენკომ წააქცია, არბიტრმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ კარსუკანა მსაჯმა მიანიშნა და თერთმეტმეტრიანი ოქრიაშვილმა გამოიყენა.

82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას საბალას დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ბოლოს სტუმართა იერიშებს ჩვენმა გუნდმა გაუძლო და - 1:0.

რა თქმა უნდა, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მეტად გაახარებდა გულშემატკივარს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი შეხვედრების მოგება საქართველოს ნაკრებზე გაცილებით ძლიერ გუნდებს უჭირთ. რაც მთავარია, "ჯვაროსნებმა" ტურნირის სტარტზე 6 ქულა მოიპოვეს.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ლატვია 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ოქრიაშვილი (გვილია 81), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 85), კაჭარავა

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი (რაკელსი 81), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (საბალა 72)

altლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემს წინააღმდეგ არიან

altგიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი

altსაქართველო - ლატვია: whoscored-ის შეფასება - ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი 7.5-7.5, კაჭარავა 6.2


მკითხველის კომენტარები / 101 /
ვაისმა არ უნდა თქვას რომ ეს თამაშები მწვრთნელმა მოიგო. ეს თამაშები მოიგო ჩაკვეტაძის გოლმა და მისმა აკიდებულმა საეჭვო პენალტმა. როცა იგებ და ყრუდ უჯდები ლატვიას და ასე გაგვიხეთქავენ გულს ეს მოგება არაა.ორივე თამაშში ყველაზე სუსტ ფეხბურთელს არ ცვლის.წინაზე მერებაშვილი და ახლა კაჭარავა.
გუტი
09 სექტემბერი 2018 21:59
3
რო არა პენალტი, ეგენი გოლის გამტანი არ იყვნენ..ვაისმა კიდე ერთხელ დაამტკიცა რო სასწრაფოდ გასაშვებია, კაცი რო კაჭარავას შემყურე ცვლილებას არ აკეთებს ბრმაა ან უვიცი..
მიროსან
09 სექტემბერი 2018 22:06
12
ფეხბურთელს კი ხედავთ ვინმეს?? გასაშვები არ მოგბეზრდათ??? კაპელო და ლიპი მოიყვანეთ თუ გინდათ ! რა ამბიციები გაქვთ ამისთანა ?
გგგ
10 სექტემბერი 2018 00:24
2
კაჭარავათი რეალ მადრიდი დაინტერესდაა :D...
smouk
09 სექტემბერი 2018 22:05
3
მას ბარსა ურჩევნია
nnn
09 სექტემბერი 2018 22:57
1
მორიგი სუსტი თამაში... ეს გუნდი ამ ჯგუფს კი მოიგებს, მაგრამ შემდეგ უკვე ბელარუსს და მაკედონიას ასეთი საცოდავი თამაშით ვერაფერს უზამს.

ეს პენალიც ნაჩუქარი იყო..
გიორგი
09 სექტემბერი 2018 21:57
8
6 ქულა და ლიდერობა მაგარია და გილოცავთ ყველას და ბიჭებს, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ უფრო მეტი კითხვის მიშანი დამიტოვა ამ მატჩმა და კვლავ ვაისის მიმართ. ტაქტიკურად საშინლად წაიყვანა თამაში და გოლის შემდეგ დააგვირგვინა - 70% ქონდა გუნდს ბურთის ფლობა და გოლის მერე იმის ნაცვლად რომ გახსნოდა ხელფეხი (ავტობუსი ხომ აღარ ედგა ლატვიას), ბურთი უფრო დაეჭირა და სივრცეები გამოეყენებინა, "დათმო ყველაფერი და გაძლებაზე გადაერთო. რა ქონდა ამ თამაშს გასაძლები? სამწუხაროდ გუნდი არ არის - ვაისი ამ მხრივ მგონი საკმაოდ დაბალი დონის მწვრთნელია. ამ ფეხბურთელებით ასეთ გუნდებთან აშკარად სხვა სურათი უნდა იყოს.
???
09 სექტემბერი 2018 23:39
2
კაჭარავას ყოფნას არ სჯობდა ერთით მეტი ნახევარმცველით გვეთამაშა?(ტიპი ნეიმარზე მეტჯერ წაიქცა ) ჩაკვეტაძეზე რატომ ამბობთ საეჭვო პენალტი იყოო, აშკარად ჩაარტყა ფეხში ... კვეკვესკირი ისევ არ მომწონს, ძალიან არაზუსტ პასებს აკეთებს ან ძალიან ძლიერს რომლის შეჩერაბაც რთულია, საერთოდ სჯობს თავდამსხმელით არ ვითამაშოთ და ჯანო რომ გამოჯანმრთელდება ის ვათამაშოთ (ესპანეთმა საერთოდ ეგრე მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე)
ზურა
09 სექტემბერი 2018 22:13
5
პირველად შემრცხვა ნაკრების მოგების.მოგონილი პენალტი.არაეფექტური კაჭარავა.უთამაშებელი ოქრიაშვილი.მწვრთნელის მორიგი უაზრობები.ისევ ქაოტური დაცვა მატჩის მიწურულს,ახლა უკვე საკუთარ მოედანზე.ასე შორს ვერ წავალთ.
ჯ.ჩ.
09 სექტემბერი 2018 22:12
35
პენალტი იყო და ეს არაა სადავო. სადავო დაგვიანებული შეცვლებია. გვილია, კიტეიშვილი, არაბიძე, პაპუნაშვილი, მერებაშვილი, თუნდაც უთამაშებელი მჭედლიძე იმაზე უარესს არ იზამდა რასაც კაჭარავა ჩადიოდა. 3 შეცვლა გაქვს ორს იყენებ ისიც 81 წუთამდე წელავ. ამოუხსნელია ფენომენია.
ირაკლი
09 სექტემბერი 2018 23:26
0
ძნელია სამ დღეში ითამაშო, ლატვიამ მთელი შეტევის ხაზი გამოცვალა და უკეთ ითამაშა შეტევაში დღეს ვიდრე ანდორასთან იყო. მოგება მოგებაა და რაც არ უნდა იყოს ეს არის ყველაზე მთავარი!! ისევ ჩაკვეტაძე და მან მოიგო თამაში, კაშია ალბათ საუკეთესო იყო დღეს მოედანზე, დაცვაშიც და შეტავაშიც კარგად ერთვებოდა და როგორც კაპიტანს ეკადრება ისე თამაშობდა. რამდენჯერმე დავიბენით და კარგია რომ ლატვიას არ ეყო საშემსრულებლო კლასი. კაჭარავას რა უნდა ნაკრებში არ მესმის ძალიან მოუხერხებელია და თან არც მეორე სართულზე თამაშობს რაიმე განსაკუთრებულს. ყველაზე სამწუხარო კი რაც არის ჩემთვის მარტო ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავდივართ ფონს და არა რაიმე კარგი გუნდური კომბინაციის ან სტანდარტული სიტუაციების შესრულების ხარჯზე, კი ბატონო აუცილებელია ინდივიდუალურად მაღალი დონის შემსრულებლები გყავდეს, მაგრამ მარტო მაგით ძლიერ ნაკრებთან ფონს ვერ გახვალ. კაკაბაძე არ მომეწონა დღეს წინ ნორმალური შეტევა ვერ გააკეთა და რამდენიმე სახიფათო შეტევა მაგის ფრთიდან დაიწყო. მინდა ვუსურვო ნაკრებს უფრო გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი და ქართველი გუშემატკივარი მრავალჯერ გაეხარებინოს.
zaza
09 სექტემბერი 2018 22:38
3
ჯერჯერობით და იმედია კიდევ დიდხანს ,კანკავაა კაპიტანი.ჩვეულებრივ ამბად იქცა და უკვე ნორმად მიგვაჩნია,რომ მეკარის ბაქნის ზონიდან,ყოველ თამაშში 2-3 ჯერ მეტოქეს დაუბრკოლებლად ვარტყმევინებთ კარში,ეს კი ცენტრალური მცველების შეცდომების მანიშნებელია.რამდენიც ჩვენს კართან მოიტანეს ბურთი,იმდენი დაცვაში პანიკა ატყდა,არავინ არავის არ იწერს და გადმოვარდნილ ბურთზე,საჯარიმის ხაზთან,არც ერთი დამზღვევი არ ხვდებოდა.ამას დაცვის ორგანიზაცია არ ჰქვია.კაშიაც და კვირკველიაც საკმაოდ კვალიფიციური მცველები არიან,უკვე დიდი ხანია ერთად თამაშობენ,მაგრამ ეს სურათი უცვლელი რჩება.ესე იგი ვაისის დაცვის სისტემაა არასწორი,მაგრამ მაინც არაფერს სცვლის.თავდასხმაში ჩამჯდარი,მაღალი გუნდის გასახსნელად საჭიროა ბურთის დაბლა გაგორება,ხშირი დრიბლინგსა და სწრაფი პასების მონაცვლეობით საჯარიმოში შეღწევა,ან ფლანგებიდან ძლიერი გამჭოლი გადაცემების გაკეთება და დასწრებაზე თამაში.საჯარინოს გარედან დარტყმები.დრიბლინგები კი ბატონო,იყო და საკმაოდ ეფექტურიც,მაგრამ პასი და დასწრებაზე თამაში,არც კი გახსენებიათ,კედელიც ფაქტობრივად ვერც ერთხელ წესიერად ვერ გავითამაშეთ.ასე რომ სატრაბახო ბევრი არაფერი გვაქვს.ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას,მაგრამ ეს ის თამაში არ არის,რომელიც მოეთხოვება ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ გუნდს.ძალიან ვწუხვარ გიორგი ქვილითაიას ტრავმაზე და ოქრიც ბეწვზე გადაურჩა რეციდივს.ადრეც საკმაოდ ბევრი გვახსოვს ანალოგიური შემთხვევები და არაფერს ვამტკიცებ,მაგრამ მაინც ეჭვი მიჩნდება,სათანადო დონეზე თუა ნაკრების სამედიცინო სამსახური.მინდვრის საფარი კი ყველამ ვნახეთ,სამარცხვინოა და ალბათ ეგეც პერსონალის დაბალი კვალიფილაციის ბრალი უნდა იყოს,ისევე,როგორც ქუთაისის სტადიონზე.
სოსო
10 სექტემბერი 2018 12:04
0
ვსიოზნაიკა პროფეროსებს, თეორიულად, სრული წესების დაცვით დაიდო 11 მეტრიანი.
თუ არა და, დაგუგლეთ წესები და ნახეთ - კონტაქტი იყო. მაინცდამაინც კოჭში უნდა გადაამტვრიოს?

სხვა ამბავია რამდენად მსაჯები იღებენ ამ დროს ასეთ გადაწყვეტილებებს, ამან დადო, სხვას შეეძლო არც დაედო, ეგაა და ეგ.
დომენტი
09 სექტემბერი 2018 22:36
5
ამ კაცს არ უთქვამ თამაშით კმაყოფილი ვარო, პენალტი არ იყოო მოგონილი, და მოგებულ თამაშში შენ რა გეწვის გაუგებარია
Irakli
09 სექტემბერი 2018 23:06
0
Aba eseti penali daedo chvens karshi ras ityodi da kmayofili xar dgevandeli tamashit da mogcons vaisiis 79 cutze pirvrli cvlileba kacharava dzlivs ro dadioda masetu aris kargad gcodnia fexburti. Agiarebac unda gviyvardes rom penali gvachuqes
Emigranti
09 სექტემბერი 2018 22:45
4
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული