ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლატვია მძიმე მატჩში 1:0 დაამარცხა.

გილოცავთ!

ანდორასთან სახლში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლატვიის ნაკრების მწვრთნელი მიკსუ პაატელაინენი გააკრიტიკეს, თუმცა აღინიშნა, რომ მას ფეხბურთელთა შერჩევის მხრივ დიდი არჩევანი არ გააჩნია და მაინც სანახევროდ შეცვლილი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა "დინამო არენაზე". ცვლილებები განსაკუთრებით შემტევებს შეეხო.

რაც შეეხება "ჯვაროსნებს", ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მოგებულ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მერებაშვილის ნაცვლად ოქრიაშვილი, ხოლო ტრავმირებული ქვილითაიას მაგივრად კაჭ
არავა დააყენა ძირითადში. მოკლედ, ვაისს
არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური ცვლილებებისთვის არ მიუმართავს.

სავარაუდო იყო, რომ სტუმრები თავიდანვე დაცვაში ჩადგებოდნენ და კონტრშეტევებზე ააგებდნენ თამაშს. ეს ყაზახეთისგან განსხვავებული მატჩი იქნებოდა და მიუხედავად მეტოქის უკანასკნელ წლებში სუსტად ასპარეზობისა, ჩვენს ეროვნულ გუნდს ადვილი გასეირნება არ ელოდა.

მართლაც, სტუმრები თავიდანვე მთელი გუნდით დაცვაში ჩადგნენ და მასპინძლებს მათი მასირებული დაცვის გარღვევა უჭირდათ, სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

მე-18 წუთზე ჩაკვეტაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მეტოქისგან ყაზაიშვილს მიუვიდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრები ორივე ფრთიდან უტევდა, ცენტრიდანაც, თუმცა უშედეგოდ. საჯარიმოში ჩაწოდებებიც არ იყო სახიფათო, ვინაიდან მეურვეებს კაჭარავა განეიტრალებული ჰყავდათ.

პირველად კარში ჩვენმა გუნდმა 37-ე წუთზე დაარტყა, როდესაც ჩაკვეტაძის საჯარიმოს გარედან გასროლილი ბურთი მეკარის ადვილი ნადავლი შეიქნა.

ერთი სიტყვით, ასეთი თამაშით ჩვენი გუნდი შედეგს ვერ მიაღწევდა და რაღაც იყო შესაცვლელი. თუმცა, შესვენებაზე ვაისმა არავინ შეცვალა და თამაშის სურათი არ შეცვლილა - ისევ იერიშები, ისევ ერთფეროვანი და ისევ ხიფათის გარეშე. ასეთ სიტუაციაში ერთადერთი შანსი გოლის გატანისა ბალტიისპირელთა მიერ შეცდობის დაშვება იყო, მაგრამ ისინი შეცდომას არ უშვებდნენ.

თანდათან ჩვენი გუნდის კომბინაციები კიდევ უფრო ქაოტური გახდა, მოწინააღმდეგემ შეტევებისათვისაც მოიცალა და 59-ე წუთზე გუტოვსკისის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო.

შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა - 65-ე წუთიდან ჩვენმა გუნდმა დაწოლა გააძლიერა: ყაზაიშვილმა შორიდან სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, მერე ოქრიაშვილს არ დაანება ვანინსმა გოლის გატანა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მსაჯმა კაჭარავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა. კანკავამაც ვერ უწია მიზანს.

დრო კი უმოწყალოდ გადიოდა.

და 76-ე წუთზე ჩაკვეტაძემ პენალტი აიკიდა. ის მაქსიმენკომ წააქცია, არბიტრმა თავიდან წესების დარღვევა არ დააფიქსირა, მაგრამ კარსუკანა მსაჯმა მიანიშნა და თერთმეტმეტრიანი ოქრიაშვილმა გამოიყენა.

82-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას საბალას დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ბოლოს სტუმართა იერიშებს ჩვენმა გუნდმა გაუძლო და - 1:0.

რა თქმა უნდა, უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მეტად გაახარებდა გულშემატკივარს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ასეთი შეხვედრების მოგება საქართველოს ნაკრებზე გაცილებით ძლიერ გუნდებს უჭირთ. რაც მთავარია, "ჯვაროსნებმა" ტურნირის სტარტზე 6 ქულა მოიპოვეს.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ლატვია 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ოქრიაშვილი (გვილია 81), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 85), კაჭარავა

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი, ფერტოვსი, კარაშაუკსი, ისაევსი, ლუკიანოვსი (რაკელსი 81), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (საბალა 72)

altლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემს წინააღმდეგ არიან

altგიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი

altსაქართველო - ლატვია: whoscored-ის შეფასება - ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი 7.5-7.5, კაჭარავა 6.2


მკითხველის კომენტარები / 101 /
კაჭარავას ყოფნას ისევ ფლანგებიდან შემტევი აჯობებდა, რა იყო ეს ბოლოს სამარცხვინო ჩაწოლა.
ილია
09 სექტემბერი 2018 22:23
3
ფეხბურთში ერთი გუნდი ყოველთვის გოლის ხარჯზე იგებს, ეს შეიძლება იუოს პენალტით გატანილი, თავური, შორიდან დარტყმული, და ათასი ნაირსახეობა, რა მნილვნელობა აქვს შედეგია მთავარი და მოვიგეთ, ბურთი სულ ჩვენ გვქონდა, კაარში ვურტყამდით, დიდი უპირატესობა გვქონდა და მეტი არ ვიცი ახლა არამგონოია ვაისს ჩვენებისთვის მათი სახალხოდ გაჟ..ვა დაევალებინა, მასე მეც ვიტყვი რომ არა ლატვიელთა დაცვის ( თერთმეტივე ფეხბურთელის) კარგი და უშეცდომო თამაში დაცვაში, ბევრ გოლს გავიტანდით.
ემირ
09 სექტემბერი 2018 22:23
4
გვიჭირს ძალინ თავდასხმაში, არავინაა რომ შეტევა დააგვირგვინოს, კარში დაარტყას.
ჯ ი ჯ ი
09 სექტემბერი 2018 22:19
0
ხოდა არ ჰყავდა ამ კაცს მეტი ფორვარდი და რა ექნა ? მითუმეტეს ისეთი სტილის, კაცს რომ ატყუებს და თვითონ ქმნის მომენტს. თორემ დარწმუნებული ვარ, კაჭარავას თამაში არც თვითონ მოსწონს
????
10 სექტემბერი 2018 11:06
0
kacharava ramdeni gadauxade vaiss???
LLL
09 სექტემბერი 2018 22:15
11
ღირსეული თამაში ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა
ილია
09 სექტემბერი 2018 22:15
6
კაჭარავას ყოფნას არ სჯობდა ერთით მეტი ნახევარმცველით გვეთამაშა?(ტიპი ნეიმარზე მეტჯერ წაიქცა ) ჩაკვეტაძეზე რატომ ამბობთ საეჭვო პენალტი იყოო, აშკარად ჩაარტყა ფეხში ... კვეკვესკირი ისევ არ მომწონს, ძალიან არაზუსტ პასებს აკეთებს ან ძალიან ძლიერს რომლის შეჩერაბაც რთულია, საერთოდ სჯობს თავდამსხმელით არ ვითამაშოთ და ჯანო რომ გამოჯანმრთელდება ის ვათამაშოთ (ესპანეთმა საერთოდ ეგრე მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე)
ზურა
09 სექტემბერი 2018 22:13
5
აბა ფეხბურთის გურმანებო და ნაკრების მადიდებლებო კიდევ ვერ ხვდებით ანდორის დონეზე რომ ვართ დაშვებულები? თუ ვინმეს უნდა მოეგო ეს თამაში მწარეა სიმართლე მარა ალბათ თქვენც აღიარებთ რომ არა საქართველოს
gia
09 სექტემბერი 2018 22:12
58
დონეს შენ უჩივი მგონი
Irakli
09 სექტემბერი 2018 23:16
1
მშვიდობა გაქვთ ბატონო გია?
gurami
09 სექტემბერი 2018 22:19
3
პირველად შემრცხვა ნაკრების მოგების.მოგონილი პენალტი.არაეფექტური კაჭარავა.უთამაშებელი ოქრიაშვილი.მწვრთნელის მორიგი უაზრობები.ისევ ქაოტური დაცვა მატჩის მიწურულს,ახლა უკვე საკუთარ მოედანზე.ასე შორს ვერ წავალთ.
ჯ.ჩ.
09 სექტემბერი 2018 22:12
35
ორ აიტყვიანი ანიგდოტები. ქართული ფეხბურთი. ქართველი ფეხბურთელი.
ოღონდაცა რააააა
09 სექტემბერი 2018 22:09
27
უფ მწვრთნელი ხომ მყავს დონე
რაი?
10 სექტემბერი 2018 15:18
0
Gilocavt !!!!
Corse
09 სექტემბერი 2018 22:06
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული