ლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკსუ პაატელაილენმა საქართველოსთან მარცხის შემდეგ (0:1) პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"თამაში ზუსტად ისე წარიმართა როგორც მე ვფიქრობდი, მსურს ჩემი გუნდი შევაქო დისციპლინისთვის. მაშინ როცა 0:0 იყო , ჩვენ გვქონდა მომენტი და ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ მთელ მატჩში საქართველო გავანეიტრალეთ.

მე ვფიქრობ, ეს არ იყო პენალტი. მიკვირს თუ რატომ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი. აქ ჰქონდა სიმულაციას ადგილი, რასაც მსაჯი წამოეგო. მე არ ვწყვეტ ამას და მსაჯს უფრო თავდაჯერებით უნდა ემოქმედა, თუმცა დასანანია როცა ასეთი გოლით აგებ შეხვედრას.

იმ შემთხვევაში
თუ ჩვენ ყველა დანარჩენ შეხვედრას მოვიგებთ, გვექნება ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობა. საქართველო თავიდანვე ჯგუფში ფავორიტი იყო, რადგან მათი ფეხბურთელები ევროპის წამყან გუნდებში თამაშობენ. არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ ჯგუფიდან ყველა გავიდეს, თუნდაც ანდორა, რადგან არ არის გამორიცხული, საქართველოს ნაკრებმა ქულები დაკარგოს.

საქართველოს ნაკრებს ტექნიკური და სწრაფი მოთამაშეები ჰყავს. მე კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც მეტოქის ყველა ფეხბურთელი გაანეიტრალეს", - აღნისნა მიკსუ პაატელაილენმა.

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 26 /
ბუდუ ზივზივაძეს უნდა მისცეს გაისმა შანსი აუცილებლად, მას გოლის გატანის ალღო აქვს ეს დინამოს ატყვია.
მამუკა
14:02 10-09-2018
5
ზედიზედ მეორე მატჩი კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას გიორგი ჩაკვეტაძეს. ეს ნაკრები მატჩის მომგები არ იყო არც ყაზახეთში და არც გუშინ მის გარეშე.
ირაკლი
10:53 10-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული