ლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკსუ პაატელაილენმა საქართველოსთან მარცხის შემდეგ (0:1) პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"თამაში ზუსტად ისე წარიმართა როგორც მე ვფიქრობდი, მსურს ჩემი გუნდი შევაქო დისციპლინისთვის. მაშინ როცა 0:0 იყო , ჩვენ გვქონდა მომენტი და ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ მთელ მატჩში საქართველო გავანეიტრალეთ.

მე ვფიქრობ, ეს არ იყო პენალტი. მიკვირს თუ რატომ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი. აქ ჰქონდა სიმულაციას ადგილი, რასაც მსაჯი წამოეგო. მე არ ვწყვეტ ამას და მსაჯს უფრო თავდაჯერებით უნდა ემოქმედა, თუმცა დასანანია როცა ასეთი გოლით აგებ შეხვედრას.

იმ შემთხვევაში
თუ ჩვენ ყველა დანარჩენ შეხვედრას მოვიგებთ, გვექნება ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობა. საქართველო თავიდანვე ჯგუფში ფავორიტი იყო, რადგან მათი ფეხბურთელები ევროპის წამყან გუნდებში თამაშობენ. არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ ჯგუფიდან ყველა გავიდეს, თუნდაც ანდორა, რადგან არ არის გამორიცხული, საქართველოს ნაკრებმა ქულები დაკარგოს.

საქართველოს ნაკრებს ტექნიკური და სწრაფი მოთამაშეები ჰყავს. მე კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც მეტოქის ყველა ფეხბურთელი გაანეიტრალეს", - აღნისნა მიკსუ პაატელაილენმა.

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 26 /
ძალიან გახარებული ვარ გამარჯვებით,მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა,უფრო მეტს მოველოდი.
ნანა
22:35 09-09-2018
1
საქმეც მაგაშია ბატონო, პაატელაინენ. შემსრულებელი ფეხბურთელები უნდა გყავდეს და თქვენც მიაღწევდით რაიმეს. 76 წუთი 11-ტივე ფეხბურთელით ყრუ დაცვას, რომ თამაშობთ მაგან იცის ეგეთი შედეგის დაფიქსირება ტაბლოზე.
P.S.ორივე თამაში ჩაქვეტაძემ მოიგო.
TanoLife
23:40 09-09-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული