ნიკა კაჭარავა: თამაშს მონატრებული ვიყავი და მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ლატვიასთან (1:0) ერთა ლიგის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გიორგი ქვილითაიას ტრავმის გამო ვლადიმირ ვაისმა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ნიკა კაჭარავა ათამაშა. მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

"თავიდან გაგვიჭირდა, რადგან ძალიან კომპაქტურად თამაშობდნენ და სივრცეებს არ გვიტოვებდნენ. ჩვენ ვცდილობდით, რაც შეიძლებოდა გაგვეწელა მათი დაცვის ხაზი, რათა ზონები გაგვეთავისუფლებინა. პირველ ტაიმში ისინი დავღალეთ, რამაც მეორე ტაიმში შედეგი გამოიღო.

წინ ძალიან დიდი გზა გველის. განსაკუთრებით, მეორე ტაიმში ვგრძნობდით გულშემატკივრის მხარდაჭერას. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. თამაშს მონატრებული ვიყავი და
მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა, რაც შემეძლო. ბიჭები მამხნევებდნენ და ბოლომდე გვერდში მედგნენ" - განაცხადა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა.

ნიკა კაჭარავას გიორგი ქვილითაიას შესახებაც ვკითხეთ, რომელიც საქართველოს ნაკრებში მისი კონკურენტია.

"გიორგი ძალიან დიდი ძალაა. დღეს ეს მოგება მას ეკუთვნის. ღამე არც მიძინია. ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს. მისი როლი ძალიან დიდია დღევანდელ გამარჯვებაში. გიორგი თვითონ გვამხნევებდა და გვიჭერდა მხარს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას."

საქართველოს ნაკრები 13 ოქტომბერს ანდორას დაუპირისპირდება.

altთორნიკე ოქრიაშვილი: ლატვიის 10-ვე ფეხბურთელი თავის ნახევარზე იდგა

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
DZMONAS GAFICEB AMIS SHEMDEG TRIBUNIDAN UGULSHEMATKIVRE RA.
OPTIMISTI
12:49 10-09-2018
6
გეტყობოდა უძილო რომ იყავი
ტოტტი
12:45 10-09-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული