გიორგი ქვილითაიას ტრავმის გამო ვლადიმირ ვაისმა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ნიკა კაჭარავა ათამაშა. მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
"თავიდან გაგვიჭირდა, რადგან ძალიან კომპაქტურად თამაშობდნენ და სივრცეებს არ გვიტოვებდნენ. ჩვენ ვცდილობდით, რაც შეიძლებოდა გაგვეწელა მათი დაცვის ხაზი, რათა ზონები გაგვეთავისუფლებინა. პირველ ტაიმში ისინი დავღალეთ, რამაც მეორე ტაიმში შედეგი გამოიღო.
წინ ძალიან დიდი გზა გველის. განსაკუთრებით, მეორე ტაიმში ვგრძნობდით გულშემატკივრის მხარდაჭერას. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. თამაშს მონატრებული ვიყავი და
ნიკა კაჭარავას გიორგი ქვილითაიას შესახებაც ვკითხეთ, რომელიც საქართველოს ნაკრებში მისი კონკურენტია.
"გიორგი ძალიან დიდი ძალაა. დღეს ეს მოგება მას ეკუთვნის. ღამე არც მიძინია. ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს. მისი როლი ძალიან დიდია დღევანდელ გამარჯვებაში. გიორგი თვითონ გვამხნევებდა და გვიჭერდა მხარს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას."
საქართველოს ნაკრები 13 ოქტომბერს ანდორას დაუპირისპირდება.
თორნიკე ოქრიაშვილი: ლატვიის 10-ვე ფეხბურთელი თავის ნახევარზე იდგა
გურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან
რა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]
ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]