ლევან კობიაშვილის განცხადება საქართველო-ლატვიის მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ლატვიასთან მატჩის შემდეგ სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა.

"მოგესალმებით,

უპირველესად, გილოცავთ გამარჯვებას!

მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

დიდი მადლობა ჩვენს ნაკრებს და თქვენ - ყველას, ვინც მოხვედით ჩვენ მხარდასაჭერად.

მჯერა, რომ ფეხბურთი გულშემატკივრისაა და თქვენი როლი იმ წარმატებაში, რასაც გუშინ მივაღწიეთ, ძალიან დიდია.

ინდივიდუალური მადლობა თითოეულ თქვენგანს პასუხისმგებლიანი ქომაგობისთვის და იმისათვის, რომ ჩვენმა ნაკრებმა სამაგალითო გულშემატკივრობის ფონზე გაიმარჯვა.

აქვე, მინ
და დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი გულშემატკივრის, ყველა ჩვენგანის უსაფრთხოება და სტადიონზე მართლწესრიგის ნორმები.

სტადიონზე მშვიდი გარემო და განურჩევლად ყველა დამსწრე ადამიანის უსაფრთხოება უპირველესი პრიორიტეტია!

ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გუშინდელი მატჩის მოგება წარმოუდგენელი იქნებოდა ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის გარეშე!

კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას და გილოცავთ ჩვენს ერთობლივ გამარჯვებას!

ფეხბურთი გვეკუთვნის ყველას!", - წერია კობიაშვილის განცხადებაში.

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
cxadadze rom ar gagegdot, aqmde upro kargi da stabiluri gundi gveyoleboda. madloba bichebs chveni (gulshematkivrebis) gaxarebisvis
dato123
16:33 11-09-2018
3
ავოე. ესე იგი კობიაშვილმა წაართვა ზესტაფონს ფეხბურთი და სიჭინავა არაფერ შუაშია? გაგიჟდება ადამიანი. რა გჭირთ? ქრონიკული უკმაყოფილების სინდრომი თუ ჩასაფრებული სკლეროტიკები ხართ? თუ სააკის და მისი ამფსონების წასვლის მერე საკვები შემოგაკლდათ? ცოტა მაინც იფიქრეთ ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე.... ვაი საქართველოს....
alexandre
11:08 11-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული