ლატვიური გამოცემა delfi.lv დუბრასთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩის შესახებ საუბრობს.
"ბოლომდე ვიბრძოდით და ძალიან საწყენია, რომ პენალტით დავმარცხდით. ვფიქრობ, ანდორასთან ცუდი თამაშის შემდეგ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მოგებისთვის ბრძოლა.
სიმართლე რომ გითხრათ, სადაც კართან ცოტა მომენტი იქმნება, მე პენალტს არ დავნიშნავდი. პრინციპში, მსაჯმა ამით თამაში მოკლა, მაგრამ ჩვენ ამას არ შევეგუეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ,
ვფიქრობ, საქართველოსთან მატჩში დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია თამაში და ხალხს შეუძლია ჩვენი სჯეროდეს.
საქართველოს ნაკრებმა ზუსტად ის შემოგვთავაზა, რასაც ველოდით - ისინი ჩვენი დაცვის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ კომპაქტურად ვმოქმედებდით და სინამდვილეში რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. ყველაზე სახიფათო მომენტი შორიდან დარტყმული იყო. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ქართველებმა ჩვენთან რეალური სახიფათო მომენტი შექმნეს", - ამბობს დუბრა.
შეგახსენებთ, რომ 77-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძე ლატვიელების საჯარიმოში წააქციეს, ხოლო პენალტი ზუსტად თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა.
2 მატჩში 6 ქულა ავიღეთ? ავიღეთ - აბა, რით ვართ უკმაყოფილოები?
ლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი
ვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში
თორნიკე ოქრიაშვილი: ლატვიის 10-ვე ფეხბურთელი თავის ნახევარზე იდგა