ნაკრების მომავალი - ყველაზე ძვირად ღირებული 23 წლამდე ქართველი ფეხბურთელები

AutoSharing Option
დაახლოებით ცხრა თვის წინ გერმანული გამოცემა "ტრანსფერმარკეტის" მიხედვით, საქართველოს 23-წლამდელთა ტოპ-10 ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება გამოვაქვეყნეთ.

მას შემდეგ ბევრი შეიცვალა, როგორც სპორტული, ისე ფინანსური კუთხით. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა თამაშს მოუმატეს, რაც მათ ღირებულებაზეც აისახა.

გთავაზობთ გერმანული გამოცემის საუკეთესო თერთმეტეულს:

11-10. ბექა მიქელთაძე (კვიპროსი, "ანორთოსისი") - 20 წლის - ფასი 500 000 ევრო - ბექას სატრანსფერო ფასს საქართველოს ჩემპიონატიდან წასვლის შემდეგ არ მოუმატია. ამ დროისთვის მიქელთაძეს კლუბში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა აქვს. მართალია, გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა რონი ლევიმ, მაგრამ კლუბში ქართველი ნდობით
სარგებლობს.

11-10. ლაშა დვალი (პოლონეთი, "პოგონი") - 23 წლის - ფასი 500 000 ევრო - ლაშას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს პოლონურ კლუბში, თუმცა მას ახალი ასპარეზი სჭირდება, რომ უფრო მეტად განვითარდეს. აღსანიშნავია, რომ მას გერმანული გამოცემა ადრე უფრო ძვირად აფასებდა, დაახლოებით ერთი წლის წინ ის 600 000 ევრო ღირდა, ხოლო სამი წლის წინ - 750 000.

9. ლევან ხარაბაძე (თბილისის "დინამო") - 18 წლის - ფასი 550 000 ევრო - დინამოელთა ახალგაზრდა მცველს გერმანელებმა საკმაოდ მაღალი ფასი დაუწესეს, ეს ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ ლევანი 2018 წლის სეზონში კარგად ასპარეზობს. პირველი ორი წრის განმავლობაში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ცოტა მოუკლო.

8. გიორგი არაბიძე (პორტუგალია, "ნასიონალი") - 20 წლის - ფასი 700 000 ევრო - არაბიძის ფასი ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ არ გაზრდილა, თუმცა, თუ ის პორტუგალიაში თავის ნიჭს მაქსიმალურად გამოავლენს, ეს მკვეთრად გაზრდის მის სატრანსფერო ღირებულებას.

7-6-5-4. ოთარ კიტეიშვილი (ავსტრია, "შტურმი") - 22 წლის - ფასი 800 000 ევრო - ეროვნული ლიგა საუკეთესო ფეხბურთელმა დატოვა და ამ ზაფხულს კიტეიშვილმა ახალი გამოწვევებისთვის ავსტრიას მიაშურა. მისი ფასი "დინამოში" ყოფნის დროს გამუდმებით იზრდებოდა. ჯერჯერობით "შტურმში" გატარებულ პერიოდში ფასს არ მომატებია.

7-6-5-4. საბა ლობჟანიძე (დანია, "რანდერსი") - 23 წლის - ფასი 800 000 ევრო - დანიური კლუბი რომ უმაღლეს ლიგაშია, ეს საბა ლობჟანიძის დამსახურებაა. ის საკუთარ გუნდში საუკეთესოა და ხშირ შემთხვევაში გუნდი ქულების მოპოვებას მისი აქტიურობით ახერხებს.

7-6-5-4. გიორგი პაპუნაშვილი (ესპანეთი, "სარაგოსა") - 23 წლის - ფასი 800 000 ევრო - პაპუნაშვილის დაბრუნება ესპანეთში ნაყოფიერი გამოდგა, სადაც ის სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მოხვდა. გიორგის კლუბში ნდობა აქვს, თუმცა არის მომენტები, როდესაც მისი ინდივიდუალური მოქმედებები არ მოსწონთ და ამას აკრიტიკებენ კიდეც. აღსანიშნავია, როცა ის "სარაგოსაში" გადავიდა, მისი ფასი 300 000 ევრო იყო და ესპანეთში ყოფნის შემდეგ მისმა ღირებულებამ ნახევარი მილიონით მოიმატა.

7-6-5-4. გიორგი აბურჯანია (ესპანეთი, "ლუგო") - 23 წლის - ფასი 800 000 ევრო - ამ ზაფხულის ერთ-ერთი სასიხარულო ტრანსფერი გამოდგა აბურჯანიას გადაბარგება "ლუგოში". ის უდავოდ ერთ-ერთი ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველია და ასეთი ფეხბურთელები დასაკარგი არ გვყავს. დაახლოებით ერთი წლის წინ მისი ღირებულება მილიონი იყო, თუმცა "სევილიის" მეორე გუნდში უთამაშებლობამ ფასი დაწია.

3-2. ჯიმი ტაბიძე (რუსეთი, "უფა") - 22 წლის - ფასი 1 000 000 ევრო - ახალგაზრდა მცველს რუსეთის პრეიერლიგაში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა აქვს და ის ნელ-ნელა პროგრესირებს. ტაბიძის პროგრესი არათუ ჩვენთვის, არამედ გერმანული გამოცემისთვისაც ნათელია. მისი ფასი 2017 წლის დასაწყისში 100 000 ევრო იყო, ახლა კი ათჯერ უფრო ძვირი ღირს და სეზონის ბოლოს შესაძლოა მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კიდევ უფრო მოიმატოს.

3-2. ოთარ კაკაბაძე (შვეიცარია, "ლუცერნი") - 23 წლის - ფასი 1 000 000 ევრო - ყველა ფეხბურთელი თავის კარიერას თვითონ ქმნის. გულშემატკივარს ოთარი უკეთეს გუნდში სურდა. ის საკმაოდ ნიჭიერი მარჯვენა მცველია და ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ქართველი ფეხბურთელი იყო ბოლო პერიოდში. ვიმედოვნებთ, რომ კაკაბაძე შვეიცარიას ტრამპლინად გამოიყენებს.

1. გიორგი ჩაკვეტაძე (ბელგია, "გენტი") - 19 წლის - ფასი 5 000 000 ევრო - მისი გზა დიდ ფეხბურთში მიდის, ხოლო მისი თამაში ყველასთვის შესამჩნევია. ერთ წელიწადში მისმა ფასმა 3 800 000 მილიონით მოიმატა და ცოტა ხანში კიდევ უფრო გაიზრდება. მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს "გენტში" და ამავდროულად, უკვე ნაკრებშიც გამორჩეული ფეხბურთელია. იქნება თუ არა გიორგის ღირებულება ერთი 0-ით მეტი, ეს უკვე მასზე იქნება დამოკიდებული.

alt10 ყველაზე ძვირად ღირებული 23 წლამდე ქართველი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 7 /
კ ო მ ბ ლ ე, აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ! სად ბანაობ თუ იცი!!!!!!!!!!!წადი რა კომბლები გამოთალე და ჭერში შემოაწყვე. გაფიცებ ფარას!!
ნატალი
10:34 09-10-2018
0
აქ მაინც ჩახედოს ვაისმა და გამოიძახოს ლობჟანიძე, რამე გაწყენინა
Lasha
22:30 01-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული