ლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ნასიონალის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე გააკრიტიკა.

"ყველაზე ბედნიერები ჩვენ ვიქნებით, თუ გიორგი ნაკრებში იქნება და ითამაშებს. ჩვენ ვიცით, რა შეუძლია მას, მაგრამ გიორგიმ იცის, თუ რატომ არაა ნაკრებში გამოძახებული, არამარტო ეროვნულ, არამედ არც ერთ სხვა ნაკრებში. მასთან ალექსანდრე იაშვილს ჰქონდა რამდენიმე კვირის წინ საუბარი და მან იცის მიზეზი. პირველ რიგში გუნდის ინტერესებია. ფეხბურთელი, რომელიც პატივს არ სცემს გუნდს, გულშემატკივარს და იქცევა ასეთი არაპროფესიონალური საქციელით, მას ნაკრებში ვერ ვნახავთ".

ლატვიასთან ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენცაზე არაბიძის თემას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც შეეხო:"არაბიძე იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს თავი. ისე, ეს 20 წლის ბიჭი უდავოდ ნიჭიერია".

შეგახსენებთ ის ლატვიასთან განაცხადში არ ყოფილა და არც გუნდის საგულშემატკივროდ დარჩენილა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
ლევან შენ ეს კომენტარი არ უნდა გაკეთებინა, კეთილი ინებოს და ნაკრების მწვრთნელმა ახსნას რა სიტუაცია არაბიძესთან მიმართებაში!! მართლა ნიჭიერი ფეხბურთელია ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ ეტყობა რაღაც ხასიათშია პრობლემა, რომელსაც იმედია გამოასწორებს. ეტყობა ძირითადში რომ არ თამაშობს მაგაზე არის აჭრილი და ამიტომ იქცევა ეგრე, ეგრე ხოჭოლავა მაგაზე ნაკლები ფეხბურთელი არაა მაგრამ ელოდება თავის შანსს რომ ითამაშებს. შენი ქვეყნის ერონვული ნაკრების სათადარიგო სკამზე ჯდომაც კი პატივი უნდა იყოს ფეხბურთელისთვის!!!
zaza
21:50 07-10-2018
1
ეგ ისედაც ვიცით ბატონო ლევან რო არაბიძე არაა გამოსაძახებელი ზარმაცი უქნარა და უდისიპლინოა . უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს მივხედოთ სჯობია . )))
levans
20:03 07-10-2018
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული