საქართველოს ნაკრებს ანდორასთან მატჩისთვის 2 ფეხბურთელი გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 8 ოქტომბრიდან უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის თბილისში მოემზადება.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ანდორასა და ლატვიასთან შეხვედრებისთვის საწვრთნელ შეკრებას ორშაბათს იწყებს.

უახლოესი ორი ოფიციალური თამაშისთვის მთავარმა მწვრთნელმა პირველ ეტაპზე 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, თუმცა სიას ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. ლევან მჭედლიძე (ემპოლი) და გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა) ეროვნულ ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები თბილისში 24 ფეხბურთელით შეიკრიბება.

ჩვენი გუნდი ორშაბათიდან ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (უგუნდოდ), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე
კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელორუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ცნობილია კიდევ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები მესამე ტურის მატჩს ანდორასთან თბილისში, "დინამო არენაზე" 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე გამართავს.

16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები რიგაში ლატვიას დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ანდორა 2 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, ლატვიისა და ყაზახეთის ნაკრებებს თითო ქულა აქვთ და მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.

altლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

altფედერაციასთან ყველაფერი გავარკვიე - არაბიძის კომენტარი კობიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

altსაქართველო-ანდორას მატჩის ბილეთების გაყიდვა სალაროებში დაიწყო

altუგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს ლატვიაში - მარტივი გზა რიგაში მოსახვედრად!

altლუკა ზარანდია: ნაკრებში გამოძახება ჩემთვის გაათმაგებულ პასუხისმგებლობას ნიშნავს

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 28 /
მე თუ მკითხავთ სულ არაა საჭირო თავდასხმაში გამოკვეთილი ცებტრ ფორვარდი გყავდეს. მითუმეტეს ისეთი დონის როგორიც კაჭარავაა. დააყენე ოქრიაშვილი ფორვარდად და ბევრად შედეგიანი შეტევები გამოგვივა. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია და შეიძლება ვცდებოდე.
გულშემატკივარი
20:10 08-10-2018
2
ანდორის მოსახლეობა 40 000..მაგაზე მეტი უნდა მივიდეტ სტადიონზე
treneri
17:48 08-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული