საქართველოს ნაკრებს ანდორასთან მატჩისთვის 2 ფეხბურთელი გამოაკლდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 8 ოქტომბრიდან უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის თბილისში მოემზადება.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ანდორასა და ლატვიასთან შეხვედრებისთვის საწვრთნელ შეკრებას ორშაბათს იწყებს.

უახლოესი ორი ოფიციალური თამაშისთვის მთავარმა მწვრთნელმა პირველ ეტაპზე 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, თუმცა სიას ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. ლევან მჭედლიძე (ემპოლი) და გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა) ეროვნულ ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები თბილისში 24 ფეხბურთელით შეიკრიბება.

ჩვენი გუნდი ორშაბათიდან ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (უგუნდოდ), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე
კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელორუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ცნობილია კიდევ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები მესამე ტურის მატჩს ანდორასთან თბილისში, "დინამო არენაზე" 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე გამართავს.

16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები რიგაში ლატვიას დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ანდორა 2 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, ლატვიისა და ყაზახეთის ნაკრებებს თითო ქულა აქვთ და მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.

altლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

altფედერაციასთან ყველაფერი გავარკვიე - არაბიძის კომენტარი კობიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

altსაქართველო-ანდორას მატჩის ბილეთების გაყიდვა სალაროებში დაიწყო

altუგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს ლატვიაში - მარტივი გზა რიგაში მოსახვედრად!

altლუკა ზარანდია: ნაკრებში გამოძახება ჩემთვის გაათმაგებულ პასუხისმგებლობას ნიშნავს

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 28 /
გაბედავას რა დანაშაული მიუძღვის ერის და ქვეყნის წინაშე, გაფართოებულ შემადგენლობაშიც რომარ იძახებენ.. პარადოქსია პროსტა, არიძახებენ ჩემპიონატის ბომბარდირს საუკეთესო ფორმაში მყოფ თავდასხმელს და იძახებენ ბუდუს რომელსაც საამისოდ ღირებული არაფერი შეუქმნია. (არაფერი პირადული)
giga
08 ოქტომბერი 2018 13:41
4
რატო არ შეუქმნია და საერთოდ თუ გაბედავას ქომაგობ დაწერე გაბედავაზე და პიროვნულად რატო ეხები ბუდუს? 2 გოლით მეტი აქვს შეგდებული და ის ორი გოლი ბუდუმ ევროთასებზე შეაგდო პლიუს თასის გოლები..თუ კომენტარს წერ ობიექტურობა ჯობია GIGA
irakli
08 ოქტომბერი 2018 16:27
7
ჯულია რობერტსი რატომ არ გამოიძახა? პატრონი თუ არ გყავს საქართველოში, რაც უნდა ნიჭი გქონდეს არავინ მოგაქცევს ყურადღებას. ქალი ბოლოსდაბოლოს ოსკაროსანია და ამათ რო კითხო კაჭარავა ჯობია
რიგითი გულშემატკივარი
08 ოქტომბერი 2018 13:34
3
ბუდუ ან არაბული რისთვის არიან რეზერვში? იქნებ როგორ გამოადგეთ..რა მიდგომაა ერთი თავდამსხმელი?
gio
08 ოქტომბერი 2018 12:31
2
გეთანხმები.. გუშინ ბუდუმ მართლაც უშეცდომო თამაში ითამაშა..გოლებიც შესანიშნავი იყო.ვფიქრობ გამოადგება გუნდს..გუნდურობა ნამდვილად არ ეშლება!!!
irakli
08 ოქტომბერი 2018 14:51
1
ჩემის აზრით ამ ეტაპზე კარგი იქნება ოქირიაშვილს თუ გამოვიყენებთ ფორვარდის პოზიციაზე. გამომდინარე იქედან რომ ფორვარდისნპოზიციაზე კონკურენცია არაა და შემტევ ნახევარმცველევში შედარებით დიდი არჩევანია.კრასნოდარში შეცვლებზე ტოკომ ორივეჯერ ფორვარდის პოზიციაზე ითამაშა!
KIKA
08 ოქტომბერი 2018 12:13
1
რეზერვი რისთვის არის გამოქვეყნებული? ერთი ცენტრფორვარდი რომელი ქვეყნის ნაკრებშია მხოლოდ გამოძახებული რა საინტერესოა... რო რამე მოხდეს ვარჯიშებზე მერე დაუძახებენ ამ ბიჭებს?
gela
08 ოქტომბერი 2018 11:56
0
ეს ყველაფერი ცუდია მაგრამ, გაბედავა ნაკრებში გამოიძახეთ ნაკრებში სათადარიგოზე მაინც იმსახურებს ადგილს
ra
08 ოქტომბერი 2018 11:31
4
ეს ყველაფერი ცუდია მაგრამ, გაბედავა ნაკრებში გამოიძახეთ ნაკრებში სათადარიგოზე მაინც იმსახურებს ადგილს
ra
08 ოქტომბერი 2018 11:30
4
მჭედლიძე გამოგვაკლდა ცოტა არ იყოს ზედმეტი ნათქვამია ისედაც გამოკლებილი იყო და საერთოდ მგონი უნდა შევეგუოთ მჭედლიძის გარეშე.
samtredski
08 ოქტომბერი 2018 11:24
0
13 ნახევარმცველი და ერთი თავდამხმელი,

იმედი აქვს რო გავიტანთ და მერე შევინარჩუნებთ ანაგარიშს ?
ოთარი
08 ოქტომბერი 2018 11:15
3
იცით რა მაინტერესებს , ნაკრებს თავდამსხმელი რომ არა ყავს , რატომ არ ეძახით ბეგლარიშვილს ? ეს ბიჭი ეტყობა საერთოდ უპატრონოა , რომ საეღთოდ ამხანაგურშიც არ იწვევნ . კაჭარავას პიროვნლად არაფერს ვერჩი , მაგრამ მოძრაობები და სიჩქარეა აქვს ისეთი , საერთოდ სპორტზე რა უნდა ?
გიორგი
08 ოქტომბერი 2018 11:13
11
ერთი თავდამსხმელი გვყავს და ბეგლარიშვილს რატომ არ იძახებენო.... ამას რომ წერთ, ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ ბეგლარიშვილიც ნახევარმცველია და არა თავდამსხმელი. შემტევი ნახევარმცველი, სადაც ისედაც დიდი კონკურენცია გვაქვს.
კიდევ ერთი წერს, რომ ლობჟანიძე ბუდუსაც ჯობია და კაჭარავასაცო.... - თქვენც უნდა იცოდეთ, რომ არც ლობჟანიძეა ცენტრალური თავდამსხმელი. საბა ლობჟანიძე არის სწრაფი ფლანგის შემტევი ნახევარმცველი და მისი შედარება ცენტრ ფორვარდებთან უაზრობაა. ისე კი, ჯიღაურისთვის, მერებაშვილისთვის ან ჭანტურიშვილისთვის რომ შეგედარებინათ და გეთქვათ ჯობიაო, ნამდვილად დაგეთანხმებოდით.
Modric
08 ოქტომბერი 2018 15:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული