მექანიკოსი, მასწავლებელი, პოლიციელი... - ანდორის ნაკრების ფეხბურთელების პროფესიები

AutoSharing Option
პატარა ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში ხშირია შემთხვევა, როცა ფეხბურთელი ერთდროულად რამდენიმე პროფესიას ითვისებს. ეს ხშირად კლუბში დაბალი ხელფასითა და დაბალი სათამაშო დონით არის გამოწვეული.

არც ჩვენი მომავალი მეტოქე ანდორის ნაკრებია გამონაკლისი. ფეხბურთელები, რომლებიც ანდორის ჩემპიონატში თამაშობენ, სხვა სამსახურშიც დადიან.

SPORTALL.GE-მ მოიძია ინფორმაცია მეტოქის ფეხბურთელებსა და მათ პარალელურ პროფესიებზე.

გაბი რიერა
33 წლის თავდამსხმელია. მას ანდორისა და ესპანეთის სამოყვარულო კლუბებში უთამაშია. ნაკრებში 40 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი.
ის მექანიკოსია.

ივან ლორენცო 32 წლის ვინგერია. საფეხბურთო კლუბ "ბენაბარეს" წევრია. ის ამავდროულად სასტუმროს ადმინისტრატორია.

სასტუმროში მუშაობს 35 წლის კარლოდ ედუარდო პეპპეც. ის მიმღებში ზის და მისულ სტუმრებს არეგისტრირებს.

28 წლის ნახევარმცველი კრისტიან მარტინესი აღმზრდელობით საქმიანობას ეწევა. ის სკოლაში მასწავლებელია. ამავე პროფესიისაა 36 წლის ვეტერანი მარკ პუიოლი, რომელსაც ნაკრებში 80 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

38 წლის ლიდენფოს ლიმა კი პოლიციელია. ის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია ნაკრებში. მას 115 მატჩი აქვს ჩატარებული და გუნდის კაპიტანია.

სებასტიან გომესი, ვიქტორ მორეირა და ლუიჯი სან ნიკოლასი კი დაცვის კომპანიის წევრები არიან.

altრა გუნდია ანდორის ნაკრები? - სამოყვარულო თუ პროფესიონალური

altსაქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა

მკითხველის კომენტარები / 17 /
მაგას რაჯობია როდესაც ხარ ექიმი და საოპერაციო მაგიდაზეც და მოედანზეც საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ზრუნავ.......პ.ს..(ღმერთმა ქნას ვცდებოდე,მაგრამ ესუფრო საქებად კიარა საქილიკოდ დაწერილი სტატიაა ანდორასნაირი ფეხბურთელებისთვის) თუ ასეა ძალიან ცუდი
euhh
11 ოქტომბერი 2018 15:52
0
ლუქსემბურგის ნაკრებთან ხომ ორი თვის წინ წავაგეთ.რატომ ასეთი დამოკიდებულება? რაც არ უნდა სუსტი ნაკრები იყოს ხომ შეიძლება,რომ ერთი თამაში მინდომოს და არ წააგოს.ანდორა უძახე შენ და უნგრეთის ნაკრები ყავს დამარცხებული.საქართველოს ნაკრები კი(რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს)მსოფლიოში საშუალოზე დაბალი კლასის ნაკრებად ითვლება.
გიოშა
12 ოქტომბერი 2018 09:03
0
ჩვენ ამოვტენოთ და ვინც გინდა იყვნენ რას დაეძებთ ჩვენი საქმე მაგათი ამოტენვაა.
soso
11 ოქტომბერი 2018 11:37
0
გიორგის, asha დამათ ნაირ ტვინ ნაღძობებს. თქვენი დუხი არ ვნახო სტადიონზე. რა დაწერა ასეთი ამ გალაქტიონმა, რომ ლოყებს იგლეჯთ! დაწერა ის, რა რეალობაც არის. რა არის ამაში მუღებელი!! FUIIIIIIIIIIIIIIIII!!!!
saso
11 ოქტომბერი 2018 10:27
2
იმ პერიოდში, როდესაც ქართული ფეხბურთი ბრწყინავდა, (მესხი, მეტრეველი, ბარქაია და სხვა..) თბილისის, დიდი ეზოს ნაკრებს თუ გაიმეტებდნენ, ამ პენსიონერების გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ. ეს სიმართლეა, ჰკითხეთ შტატიან გულშემატკივრებს. ღმერთმა ინებოს და აღსდგეს ქართული ფეხბურთი, ჩვენი გენების სპორტი.
გიორგი.
13 ოქტომბერი 2018 06:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული