ოთარ კიტეიშვილი: ოპტიმალური შემადგენლობით შევიკრიბეთ და გულშემატკივართა დახმარებით წარმატებას უნდა მივაღწიოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში ანდორასთან მატჩისთვის სამზადისს თბილისში "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე განაგრძობს. აი, რა განაცხადა ჯვაროსანთა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა.

"პირველ ორ მატჩში მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, ორი მატჩის შემდეგ 6 ქულა გვაქვს, თუმცა ახლა მოდუნების უფლება არ გვაქვს, წინ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის.

ამ მატჩებისთვის აუცილებელია კარგად მომზადება და სწორი ტაქტიკის შერჩევა. ჩვენ უკვე 4 დღეა შეკრებაზე ვართ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ. თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა შევიკრიბეთ, ამ ეტაპზე ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და იმედი გვაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის დახმარებით,
წარმატებას მივაღწევთ."

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ხალხის გამკვირვებია, რატო უნდა გამოიძახო ეროვნული ჩემპიონატიდან ხალხი, როცა არ იძახებენ ებრალიძეს, ლობჟანიძეს, მჭედლიშვილს, პარუნაშვილს, რომელთა გუნდებიც ერთი თავით აღემატება ჩვენსას, თან ამ ბიჭებს, ყველას პრაქტიკა აქვს.
zvare
13:39 12-10-2018
3
კაი ფორმაშია და წესით უნდა ათამაშოს, ასევე კიტეიშვილის ნახვაც მაინტერესებს და ჩაკვეტაძე. საინტერესო სამეული იქნება. კანკავას ანანიძესთან შევაწყვილებდი და ოქრის ცენტრფორვარდის პოზიციაზე. ზამენაზე ჭანტურიშვილი-ყაზაიშვილი. კიდე თუ არ ათამაშა და რა ვიცი, 4-5-1. ესა დღეისთვის იდეალური ვარიანტი, ასე მგონია მე, მარა არ დააყენებს, არ ენდობა.
ვასო
13:28 12-10-2018
3

სიახლეები პოპულარული