საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში ანდორასთან მატჩისთვის სამზადისს თბილისში "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე განაგრძობს. აი, რა განაცხადა ჯვაროსანთა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა.
"პირველ ორ მატჩში მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, ორი მატჩის შემდეგ 6 ქულა გვაქვს, თუმცა ახლა მოდუნების უფლება არ გვაქვს, წინ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის.
ამ მატჩებისთვის აუცილებელია კარგად მომზადება და სწორი ტაქტიკის შერჩევა. ჩვენ უკვე 4 დღეა შეკრებაზე ვართ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ. თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა შევიკრიბეთ, ამ ეტაპზე ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და იმედი გვაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის დახმარებით,
წარმატებას მივაღწევთ."
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით