საქართველოს ნაკრები რიგაში მხოლოდ ერთი თავდამსხმელით მიემგზავრება

AutoSharing Option
დღეს დილით საქართველოს ნაკრები რიგაში ლატვიასთან ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის ჩასატარებლად მიემგზავრება.

მიუხედავად იმისა, რომ ანდორასთან ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიმე თავდამსხმელის დამატებას არ გამორიცხავდა, ეს არ გააკეთა და თან 23 ფეხბურთელს იახლებს.


საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი), როინ კვასხვაძე (ტორპედო), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი), დავით ხოჭოლავა (შახტარი), გურამ კაშია (სან
ხოსე), ლაშა დვალი (პოგონი), გიორგი ნავალოვსკი (მინსკის დინამო), ჯიმი ტაბიძე (უფა)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი), გიორგი აბურჯანია (ლუგო), ვაკო გვილია (ლუცერნი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი), ლუკა ზარანდია (არკა), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ტრნავას სპარტაკი)

თავდამსხმელი:
ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი)

ჩვენი ეროვნული გუნდი 20:00 საათზე "დაუგავას" სტადიონზე ივარჯიშებს, იქამდე კი ვაისი პრესკონფერენციას ჩაატარებს.

შეგახსენებთ, მატჩი 16 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

რიგაში მიემგზვრება sportall.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი გალაკტიონ ესაკია და ჩვენი მკითხველისთვის ყველა საინტერესო ინფორმაციას ოპერატიულად მოგვაწვდით.

მკითხველის კომენტარები / 37 /
მე ის დროც მახსოვს პასის არ მიცემის გამო ვაკოს ნაკრებიდან მოკვეთას რომ ითხოვდნენ ასე რომ....ჯობია წარმატებები უსურვეს ნაკრებს
კახა ქირია
14:21 15-10-2018
2
უმეტესი ეს კომენტარები ტროლებისას ჰგავს. ნეგატიურ განწყობას ქმნიან, ფაქტია. ისიც ფაქტია რომ ფერხბურთთან--ჩვენი გუნდის წარმატებულ თამაშებთან ერთა ლიგაზე ძალიან ნაკლებადაა კავშირში. აბა, რას დავუკავშიროთ, ცხადაძის 'მომხრეების' გააქტიურებას, თუ სულაც ზოგიერთთა საპრეზიდენტო წინსაარჩევნო კამპანიიას? თქვენ რას ფიქრობთ? )))
გიორგი
14:00 15-10-2018
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული