Whoscored-მა ჩვენი ჯგუფის სიმბოლურში საქართველოს ნაკრების 10 ფეხბურთელი შეიყვანა!

AutoSharing Option
ბრიტანულმა საიტმა Whoscored-მა D ლიგის პირველი ჯგუფის პირველი სამი ტურის მიხედვით სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ჯვაროსანთა 10 ფეხბურთელი შეიყვანა. ჩვენი ნაკრების მოთამაშეთა გარდა ამ გუნდში მხოლოდ ლატვიელი რაკელსი მოხვდა.

მეკარე: გიორგი ლორია (7.1 ბალი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (7.4), საბა კვირკველია (7.5), გურამ კაშია (7.5), გიორგი ნავალოვსკი (7.4)

ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე (7.4), ნიკა კვეკვესკირი (7.4), ჯაბა  კანკავა (7.8), ვაკო ყაზაიშვილი (7.6)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (6.4), დენის რაკელსი (6.5)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ესენიც ბრმა ყოფილან ..კიტეიშვილს როგორ სდჯობდა კაჭარავა ...ან ვაი ეგეთ D ჯგუფს ამდენ თამაშებში მაგ ხე ფეხბურთელზე( ეგეთი მოუქნელი და "უხაბრო" ეზოებშიც კი არ მინახავს ბავშვობაში...კედელი უკეთესად ისხლეტს ბურთს ვიდრე ეგ ...როგორც ხეს მოხვედრილი ბურთი არის ამოუცნობი თუ საით გადავარდება ეგრე არის ამასთანაც ხოლო ფინტზე პასზე დარტყმაზე ზედმეტია საუბარი ან როგორ თუ ბურთი ვერ გააჩერე და სამაგიეროდ შეტევებში უადგილო ჯარიმების აღების პროფესორია) უკეთესი რომ არ არის არავინ ....
auee
19:53 15-10-2018
14
Pირველი სამი ტურის შედეგებითო ხალხო, კიტემ ბოლო ტურში ითამაშა მხოლოდ
Aleks
21:31 15-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული