latvian football f***ing s**t, ყინულის ჰოკეი, ტაქსისტი გოგონა, ანუ ჩემი პირველი დღე რიგაში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მატჩზე დასწრებას სულ სხვა ემოცია აქვს. იქ უკვე ჟურნალისტი აღარ ხარ და რიგით ქომაგად გადაიქცევი. მატჩამდე ყველას ესაუბრები შედეგზე, განიხილავ ტაქტიკურ სქემებს და აანალიზებ ფეხბურთელთა მიმდინარე ფორმას.

ეს ყველაფერი კი გაცილებით სხვა ხიბლს იძენს, როდესაც ნაკრებთან ერთად ერთ თვითმფრინავში ხარ.

როდესაც აეროპორტში შენს რეისს ელოდები, ამ დროს კი საქართველოს ნაკრები მოდის. შენ კი ამჩნევ, თუ როგორი კარგი განწყობაა გუნდში, როგორი მეგობრული გარემოა და ის ატმოსფერო, რომელიც ყველა სახის შემადგენლობას სჭირდება. ეს სასიამოვნოა, რადგან გუნდურობა ყველას ეხმარება. არაერთხელ გვინახავს
საქართველოს ნაკრებში უერთიერთდაპირისპირებები, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს ნაკრებს ყველაფერი ხელს უწყობს, რომ ერთა ლიგა მოიგოს.

Sportall.Ge

ლატვიაში ჩაფრენის შემდეგ ცოტა მკაცრი სასაზღვრო კონტროლის გავლა მოგვიწია. არა მარტო ჟურნალისტებსა და ქომაგებს, არამედ ფეხბურთელებსაც არაერთ კითხვას უსვამდნენ, თუ რა მიზნით იყვნენ ჩამოსულები. საერთოდ, ასეთ შემთხვევაში ეს ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად ხდება. თუმცა ეს ყველაფერი ქართულმა სათვისტომომ განმუხტა, რომელიც აეროპორტში დაგვხვდა და "საქართველოს გაუმარჯოს" ძახილით შემოგვეგება.

Sportall.Ge

altსაქართველოს ნაკრებს რიგაში ქართველი ქომაგები დახვდნენ [VIDEO]

აეროპორტი სასტუმროდან მოშორებით იყო. ავტობუსი, რომელსაც მივყავდით, ძალიან საინტერესო ადგილებზე გვატარებდა. ვხედავდით მოწესრიგებულ ქალაქს, რომელიც საათივით არის აწყობილი და ძნელია, წესების დამრღვევი იპოვო. თითოეულ ქუჩაზე სკვერია განთავსებული და გამწვანების ნაკლებობა არ იგრძნობა. ცალკე სათქმელია განაშენიანება, ქალაქში დიდ კორპუსებს და გადატვირთულ ქუჩებს თითქმის ვერ ნახავთ.

სასტუმროში როგორც კი დავბინავდი, მალევე იწყებოდა მიქსუ პაატელაილენის პრესკონფერენია და სტადიონზე მისვლაც უნდა მიმესწრო, თუმცა მანამდე განზრახული მქონდა ტელეფონის ნომრის ყიდვა, რადგან ადგილობრივი ინტერნეტით მესარგებლა. ნომერი ფოსტაში ვიყიდე, თუმცა ვერც ინტერნეტი ჩამართვევინეს და მხოლოდ ცარიელი სიმ-ბარათი შემრჩა ხელში.

შემდეგ მობილური ტექნიკის მაღაზიაში ვთხოვე დახმარება და მითხრეს, რომ ქსელის ოფისში უნდა მივსულიყავი, რისი დროც ნამდვილად არ მქონდა. ჩემსა და ოპერატორს შორის საინტერესო საუბარიც შედგა. ვკითხე, თუ იცოდა, რომ ხვალ ფეხბურთი იყო? მან კი ასეთი პასუხი გამცა: latvian football f***ing s**t, s**k. პირდაღებული დავრჩი. სულ რომ საქართველოს კიორლინგის ნაკრებზე მკითხონ, ასეთ პასუხს ნამდვილად არ გავცემ, იმიტომ, რომ ქართულია. შემდეგ ვკითხე, აბა, რას უყურებთ, რომელი სპორტი გაინტერესებთ-მეთქი? პასუხი ასეთი იყო: "ყინულის ჰოკეი საუკეთესო სპორტია და რაც მთავარია, სანახაობრივი".

Sportall.Ge

"დაუგავას სტადიონი" დიდი ვერაფერი გამოდგა, პატარა შენობა ნაკლებად ლამაზი კონსტრუქციით და პატარა ტრიბუნებით. ეს უფრო სპორტულ კომპლექსს მოგაგონებთ, რადგან გარშემო განლაგებულია ჩოგბურთის კორტები, სარბენი ბილიკები და ა.შ. თუმცა შიდა ინფრასტრუქტურა, სადაც საპრესკონფერენციო დარბაზები და ჟურნალისტების სამუშაო სივრცეა, კარგად არის მოწყობილი. პრესკონფერენციებზე ლატვიელები კარგად გაგვიმასპინძლდნენ და მაქსიმალურად გვაქცევდნენ ყურადღებას.

პრესკონფერენციებზე ადგილობრივი ჟურნალისტები მცირე რაოდენობით იყვნენ და ინტერესი საკმაოდ დაბალი იყო. თავიდან გამიკვირდა, თუმცა შემდეგ იმ ოპერატორის სიტყვები გამახსენდა, თუ როგორც მოიხსენია ადგილობრივი ფეხბურთი.


Sportall.Ge

პაატელაილენისა და ვაისის პრესკონფერენციებს შორის გოგი თორაძის ფილმის, "ფეხბურთის პროფესორის" ჩვენება გაიმართა, რომელიც ალექსანდრე ჩივაძეს მიეძღვნა. კინოჩვენებას ადგილობრივი ვეტერანები და ქართული სათვისტომოს წევრები ესწრებოდნენ.

Sportall.Ge

დღის ბოლოს მე და ჩემმა რამდენიმე კოლეგამ ადგილობრივი ლუდის გასინჯვა გადავწყვიტეთ. რადგან სტადიონი ქალაქიდან მოშორებითაა, ტაქსით მოგვიწია წასვლა. ტაქსის ახალგაზრდა სტუდენტი გოგო მართავდა, რომელიც რიგაში რეგიონიდან სასწავლებლად იყო ჩამოსული. ის დღეს უნივერსიტეტს უთმობდა, ხოლო საღამოობით ტაქსისტობით იყო დაკავებული. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ ფეხბურთზე წარმოდგენა არ ჰქონდა, თუმცა ჩვენთან ახსენა, რომ ზოგჯერ ჰოკეის უყურებს.

სამუშაო დღეებში ლატვიელები ბარებში ნაკლებად დადიან, ვინც დადის, ან ჰოკეის საყურებლად იკრიბებიან, ან ტურისტები არიან, რომლებიც ქალაქს სტუმრობენ. რაც შეეხება ადგილობრივ ლუდს, საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ, თუმცა მე "კრაფტ ნომერ 1"-ს გირჩევდით, რომელსაც სრულიად განსხვავებული და არომატული გემო ჰქონდა.

Sportall.Ge

 

 

altLIVE ბლოგი ლატვიიდან: 12 საათი მატჩამდე

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ვაისმა შეკრების დროს ფეხბურთელებს ტელეფნი რომ ჩამოართვას დარწმუნებული ვარ უფრო მეგობრული გუნდი იქნება საქართველოს ნაკრები ))))))))))))))))
1

სიახლეები პოპულარული