ლატვიელთა მწვრთნელი: ქართველი ფეხბურთელები ნიჭიერები არიან, ჩემები კი რობოტებივით თამაშობენ!

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოსთან დამარცხების (3:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ლატვიის ნაკრების მწვრთნელმა მიქსუ პალატელიანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

" საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის სათამაშო კლასში ძალიან დიდი განსხვავება იყო, მეტოქეს ჰყავს გამოცდილი და ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც წამყვან ლიგებში თამაშობენ.

პირველი გოლი უყურადღებობით გავუშვით, მეორე გოლი კი კონტრშეტევის დროს გაგვიტანეს, ასეთ რაღაცებს უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას. მეტოქეს ჰყავს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს დაცვაში, რასაც უნდა იმას აკეთებდნენ, ჩვენ მეტი სათამაშო დისციპლინა გვმართებს.

საქართველოს ნაკრები თამაშობს ძალიან სწრაფად, მათ ჰყავთ ძალიან
ტექნიკური ფეხბურთელები. მე შემიძლია ჩვენი ნაკრების შეცდომები ასე მალე გამოვასწორო და მათზე უკეთესი გავხადო? ჩვენ გვაქვს გარკვეული პროგრესი, თუმცა ამას დრო სჭირდება. ჩვენ ყველა შეხვედრაში ვავითარებთ შესაძლებლობებს, ამისთვის კი  გაცილებით მეტი დროა საჭირო.

ბევრი გვაქვს სამუშაო, შედეგი ასე მარტივად არ მოდის, გგონიათ მე მომწონს ის, რაც ჩვენს სტადიონზე მოხდა? ჩვენ უნდა მივბაძოთ ანდრეს ვანინს, რომელმაც პენალტი აიღო და შევეცადოთ იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია. არის ბევრი ნეგატივი, თუმცა გვაქვს პოზიტივებიც და ეს უნდა დავინახოთ.

ჩვენი ფეხბურთელები უნდა ფიქრობდნენ მოედანზე, თუმცა სამწუხაროდ ასე არ ხდება, ისინი რობოტებივით იქცევიან."

altვლადიმირ ვაისი: ეს ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპია!

altბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი,არ გადაგაყენებ
ენგადი
02:03 17-10-2018
1
პალატელიანმა არა - პალატელოღლუმ ;)
ვვვ
06:12 17-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული