საქართველოს ნაკრები D ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს. მსგავსი მაჩვენებელი არც ერთ ნაკრებს არ აქვს. "ჯვაროსნებმა" 9 გოლი გაიტანეს, ხოლო გიორგი ლორიამ ოთხივე მატჩში კარი მშრალად შეინახა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ნოემბერს სტუმრად ანდორასთან გამართავს, შემდეგ კი, 19 ნოემბერს, ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2018 წლის 20 ნოემბერს დასრულდება. საქართველოს ნაკრებს უკვე განაღდებული აქვს პლეი-ოფის ნახევარფინალში თამაში და ახალ სეზონში C ლიგაში ასპარეზობა.
შეგახსენებთ, პლეი-ოფში ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება. ორივე ეტაპი ერთმატჩიანი იქნება.
2019 წლის ივნისში გაიმართება მხოლოდ A დივიზიონის ფლეი-ოფი და გამოვლინდება ერთა ლიგის ჩემპიონი,
დანარჩენი დივიზიონების ფლეი-ოფები კი 2020 წლის მარტში გაიმართება
რაც შეეხება ნოემბრის კენჭისყრას, კენჭისყრაში გაირკვევა თუ ვინ იქნება მასპინძელი ფლეი-ოფის ფინალში