საქართველოს ნაკრები D ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობს. მსგავსი მაჩვენებელი არც ერთ ნაკრებს არ აქვს. "ჯვაროსნებმა" 9 გოლი გაიტანეს, ხოლო გიორგი ლორიამ ოთხივე მატჩში კარი მშრალად შეინახა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ნოემბერს სტუმრად ანდორასთან გამართავს, შემდეგ კი, 19 ნოემბერს, ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2018 წლის 20 ნოემბერს დასრულდება. საქართველოს ნაკრებს უკვე განაღდებული აქვს პლეი-ოფის ნახევარფინალში თამაში და ახალ სეზონში C ლიგაში ასპარეზობა.
შეგახსენებთ, პლეი-ოფში ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება. ორივე ეტაპი ერთმატჩიანი იქნება.