გიორგი ჩაკვეტაძის ეფექტური ფინტი ლატვიასთან მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ლატვიასთან ერთა ლიგის მატჩში არამარტო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ჩაკვეტაძე საკმაოდ ეფექტურად თამაშობდა და ერთ მომენტში ლატვიელ ფეხბურთელს ფეხებს შორის ბურთი გაუტარა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვია სტუმრად 3:0 დაამარცხა და თავისი ჯგუფი ორი ტურით ადრე მოიგო. ამასთან ერთად, ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

alt10 ქულა ჩაკვეტაძეს! - ქართველი ფეხბურთელები whoscored.com-ისა და Uefa.com-ის შეფასებებში

altბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
სახართველოს ფეხბურთის იმედია ეგ ბიჭი არ მეგონა ჩემზე უმცროსი ფეხბურთელის ფანი თუ გავხდებოდი მაგრამ ჩაკვეტაძის და მბაპეს ფანი ვარ მჯერა რომ ჩაკვეტაძეთი მთელი საქართველო ვიამაყებთ მალე როდესაც ის ჩემპიონთა ლიგაზე ტოპ გუნდში გაიბრწყენს
ტოტტი
18 ოქტომბერი 2018 15:18
0
ქინქლაძის მერე ჩვენ ესეთი ბიჭი არ გვყოლია საღოლ ჩაკვეს, რაც მთავარია პროგრესირებს და ზარმაცი არაა, წარმატებები...
dila
18 ოქტომბერი 2018 15:21
3
ძალიან მაგარი ბიჭია. რაც მთავარია მოედანს კარგად ხედავს და აზროვნებს არაჩვეულებრივად. რაც შემიძლია უსურვო ეს არის ჯანმრთელობა და გააგრძელოს თავის თავზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ 3-4 წელიწადში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში იქნება ბევრ მილიონიანი ანაზღაურებით.
სტუმარი
18 ოქტომბერი 2018 17:30
3
შემიძლია უსურვო არა ვუსურვო :/ რაიყო ქართველები არ ხართ.. ბევრთან ვნახე ეს სიტყვა შეცდომით და უკვე გადავწყვიტე შეგისწოროთ -_-
ზურა
19 ოქტომბერი 2018 01:56
0
ნამდვილი, ქართული და არამარტო ქართული, ფეხბურთის მარგალიტი!
ვახო...
18 ოქტომბერი 2018 17:12
0
დაგლიჯა! მიზანი რომ მსოფლიოს ტოპ-ფეხბურთელი გახდეს, ძალიან ახლოსაა. მთავარი ეხლა ნებისყოფა და მიხანმიმართულობაა. გეთანხმებით რომ ქართველებს გვაკლია, მაგრამ
იმედი ვიქონიოთ რომ ჩაკვესა ბოლომდე გაიტანს თავისას. მიდი გიო!!!
პავლე
18 ოქტომბერი 2018 19:03
1
გიორგის მხოლოდ ბევრ შრომისმოყვარეობას ვუსურვებ, ნიჭი ბუნებით აქვს ბოძებული! დიდი მონდომება და ვარსკვლავი გახდება. არ მოუკლოს ოღონდ, გვეყოფა იმედგაცრუებები, მარტო ქინქლაძეს რამდენად მეტი შეეძლო...
მერაბი
18 ოქტომბერი 2018 16:13
1
გეხვეწები ოღონდ ძმაო, შვილო, მეგობარო არ გაჩერდე, ჯერ არაფრისთვის არ მიგიღწევია, ,,შეგიძლია" ნიშნავს რომ უნდა თავდაუზოგავად იმუშავო, გვერდზე არ იყურო და მაშინ შეძლებ, არ დაკმაყოფილდე მიღწეულით, თორემ დაგემართება ის რაც ბევრს დაემართა და რისიც ყველა შენს ქომაგს ეშინია, გვეშინია იმიტომ რომ ქინქლაძეს და ყენიასაც ,,შეეძლოთ", მაგრამ ვერ შეძლეს. იღბალს გისურვებ, რომ ტრამვებს გადაურჩე, დანარჩენი შენ შრომისმოყვარეობაზე იქნება დამოკიდებული.
bs
19 ოქტომბერი 2018 12:17
1
ჩაკვეტაძე დიდი ფეხბურთელია.
გიორგი
20 ოქტომბერი 2018 14:50
3
მომავალ წელს ჩაკვეტაძეს ფასი იქნება მინიმუმ 50 მილიონი!
კახელი პაპა
19 ოქტომბერი 2018 10:51
1
რეალისტები იყავით. რა 50 მილიონი.ნიჭიერია ძალიან მაგრამ ზედმეტად ნუ გაბუქეთ. ისეთი სუპერფეხბურთელობის მონაცემები არ აქვს.
გიორგი
20 ოქტომბერი 2018 14:09
5
დაერხათ ვიღაცეებს, მაგრა გავამწარებთ.
givi
19 ოქტომბერი 2018 02:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული